Home განათლება მამუკა ბახტაძე: მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს

მამუკა ბახტაძე: მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს

62
SHARE

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს – ექვსი წლის დავით თათვიძეს და ცხრა წლის კესარია მგელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ტიტული რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს.

მამუკა ბახტაძემ მოჭადრაკეებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს.

„განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ სკოლებში უნდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ჭადრაკში. იმ საზოგადოებაში, სადაც ჭადრაკი პოპულარულია, ადამიანური კაპიტალიც და ნიჭიც ყველაზე მეტად ვითარდება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ქუთაისელი დავით თათვიძისა და ბათუმელი კესარია მგელაძის მშობლებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა პატარა ჩემპიონებს წარმატებები უსურვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ქალაქ ბრატისლავაში პირველ აგვისტოს დაიწყება.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here