Home სიახლე “მამა ქუჩაში შვილთან ერთად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა” – პატრულმა 2 წლის...

“მამა ქუჩაში შვილთან ერთად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა” – პატრულმა 2 წლის გოგონა გადაარჩინა

3014
SHARE

უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დავით მიროტაძემ და ლაშა მაჩიტიძემ რუსთავში 2 წლის გოგონა გადაარჩინეს, ამის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მცირეწლოვანს მაღალი ტემპერატურის ფონზე, კრუნჩხვები განუვითარდა. ბავშვის მამა მეგობრობის გამზირზე, ქუჩაში შვილთან ერთად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა, ფაქტს სამართალდამცველები შეესწრნენ. პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა დროული რეაგირება მოახდინეს და მცირეწლოვანი, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მცირეწლოვანს დროულად გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, რის შემდეგაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

“პაციენტი მოყვანილი იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ, როგორც ირკვევა გოგონას ბინაზე, მაღალი ტემპერატურის ფონზე განუვითარდა კრუნჩხვითი განტვირთვა, მშობლებმა დახმარებისთვის გამოიყვანეს გარეთ, რასაც შეესწრო რუსთავის პოლიციის ერთერთი ეკიპაჟი, ბავშვი სასწრაფოდ გადმოიყვანეს ჩვენთან. მცირეწლოვანს გაეწია სათანადო დახმარება და გამოვიდა მდგომარეობიდან”, – განაცხადა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here