Home ორსულობა რა უნდა ჭამოს ორსულმა, რომ ბავშვი ნიჭიერი დაიბადოს

რა უნდა ჭამოს ორსულმა, რომ ბავშვი ნიჭიერი დაიბადოს

1465
SHARE

კორნელის უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ჩანასახის ტვინის განვითარებისთვის სასარგებლოა. კვერცხის გული, უცხიმო წითელი ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები, ნიგოზი და ჯვაროსანი ბოსტნეული (კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, მდოგვი, პირშუშხა, რაფსი და სხვა) ქოლინით მდიდარი პროდუქტებია და ცალსახად ნაჩვენებია ორსულებისთვის. 
დედის რაციონში ქოლინის შემცველობა დადებითად მოქმედებს შთამომავლობის კოგნიტიურ ფუნქციებზე. მეცნიერებმა გამოიკვლიეს იმ ბავშვების ტვინის მდგომარეობა, რომელთა დედებიც, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რეკომენდებულ ნორმაზე ორჯერ მეტ ქოლინს მოიხმარდნენ. (ქოლინს შეიცავს მრავალი საკვები: კვერცხი, მარცვლეული, ხორცი რძე და ა.შ.)

კვლევის ფარგლებში 26 ქალი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ყველა ქალის რაციონი ერთნაირი იყო. ქოლინისა და სხვა საკვები ნივთიერებების მოხმარება მკაცრად კონტროლდებოდა, იმდენად, რამდენადაც ქოლინის მეტაბოლიზმი და ფუნქციონირება შეიძლება გადაიკვეთოს ვიტამინ В12, В6 და ფილიუმის მჟავას აქტივობასთან.

ამასთან ერთად, მოწმდებოდა ინფორმაციის შეფასებაში კვლევის მონაწილეთა შვილების შესაძლებლობები (ყურადღება ექცეოდა ინფორმაციის შეფასების სიჩქარესა და ვიზუალურ-სივრცით მეხსიერებას 4, 7, 10 და 13 თვის ასაკში). ზოგადად, ეს შეიძლება განიხილებოდეს ბავშვის IQ დონის განმსაზღვრელადაც. ბავშვები, რომლებიც მცირე ასაკში სწრაფად ახდენენ ინფორმაციის გადამუშავებას, როგორც წესი, ასევე სწრაფად აკეთებენ ამას მოზრდილობის პერიოდშიც.

კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ დამუშავების სიჩქარე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც მოიხმარდნენ დღეში 930 მგრ ქოლინს. საკონტროლო ჯგუფი დღეში 480 მგრ-ს მოიხმარდა. სხვათა შორის, რეკომენდებული ნორმა დღეში 450 მგრ-ს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად ორსულობის დროს ქოლინის მნიშვნელოვანი მოთხოვნილებისა, ორსულების უმრავლესობა მითითებულ ნორმაზე ცოტას ღებულობს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here