Home მედიცინა “ხელოვნური თირკმელი დიალიზის საჭიროებას გამორიცხავს” – მეცნიერების აღმოჩენა

“ხელოვნური თირკმელი დიალიზის საჭიროებას გამორიცხავს” – მეცნიერების აღმოჩენა

322
SHARE

20 წლიანი მუშაობის შემდეგ, ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი მზადაა მედიცინის ისტორიაში პირველად, გადასანერგი ხელოვნური თირკმელი შექმნას. იმპლანტი შეიქმნება იმავე ტექნოლოგიით, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული ჩიპების შესაქმნელად.

ხელოვნური თირკმელების პროექტის ავტორები არიან უილიამ ფისელი ვანდერბილის უნივერსიტეტიდან და შოვო როი, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მათ შეიმუშავეს ხელოვნური თირკმელი, რომელიც იყენებს ცოცხალი თირკმლის უჯრედებს სპეციალიზებულ მიკროჩიპებთან ერთად, თირკმლის მოქმედებების შესასრულებლად.

მეცნიერები 2 წლის განმავლობაში თირკმლის გადანერგვის წინაკლინიკურ გამოკვლევებს ღორებზე ატარებდნენ. შედეგი დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ მათ ნება დართეს გადანერგვების კლინიკური კვლევები უკვე ადამიანებზე ჩაეტარებინათ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სიახლე პაციენტებს მძიმე თირკმლის უკმარისობით გაანთავისუფლებს დამღლელი დიალიზისაგან.

წყარო.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here