Home Uncategorized ფონიჭალაში, ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ამ დრომდე ეძებენ

ფონიჭალაში, ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ამ დრომდე ეძებენ

393
SHARE

ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ ნანგრევებში მოყოლილ დედას და ჩვილს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ცოტა ხნის წინ ადგილზე მათი ოჯახის წევრები მივიდნენ, რომლებიც კორპუსში შესვლას ითხოვენ, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ ამის საშუალება არ მისცეს

აფეთქება კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ჩამონგრეულია მეოთხე სართულის იატაკი და ქვედა სამი სართული მთლიანად. სავარაუდოდ სწორედ მეოთხე სართულიდან ჩამოშლილმა სამშენებლო მასამ მოიყოლა დედა-შვილი, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კლინიკაშია გადაყვანილი 4 ადამიანი დაშავებული.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here