Home სიახლე მკვლევარები მოხალისეებს ეძებენ, რომლებიც დედამიწის მიღმა მშობიარობას დათანხმდებიან

მკვლევარები მოხალისეებს ეძებენ, რომლებიც დედამიწის მიღმა მშობიარობას დათანხმდებიან

329
SHARE

თუ კაცობრიობა მზის სისტემის სხვა პლანეტების კოლონიზაციას გეგმავს, მაშინ ის კოსმოსში გამრავლებასაც უნდა მიეჩვიოს. მაგრამ იქამდე იმის გარკვევაა აუცილებელი, როგორ ზემოქმედებს კოსმოსური გარემო ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე. ნიდერლანდების ტექნოლოგიურმა კომანია SpaceLife Origin-მა მიზნად სწორედ ამის გამორკვევა დაისახა. კომპანიის მკვლევარები მოხალისე ქალებს ეძებს, რომლებიც დედამიწის ფარგლებს მიღმა მშობიარობაზე დათანხმდებიან. ექსპერიმენტის ჩატარებას 2024 წელს გეგმავენ.

თუ მეცნიერებმა ყველაფერი ის გამოუვათ როგორც გეგმავენ, შესაძლოა გაჩნდეს ისტორიაში პირველი არადედამიწელი ადამიანი.

“თუ კაცობრიობას სურს ერთ დღესაც პლანეტათშორისი სახეობა გახდეს, აუცილებელია იმის გაგება, როგორ უნდა გავმრავლდეთ კოსმოსში” – ამბობს კომპანია SpaceLife Origin-ის დაამარსებელი და გენერალური დირექტორი კის მალდერი.

ექსპერიმენტის ძირითადი ნაწილისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. SpaceLife Origin-ის მეცნიერები 2024 წლამდე რამდენიმე წინასწარი ტესტის ჩატარებას გეგმავენ.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here