Home სიახლე რა გახდა 17 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა 17 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი

426
SHARE

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამა “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მის შვილს მანქანა დაეჯახა და ხელი ჰქონდა მოტეხილი, რომელიც ოპერაციას საჭიროებდა.

“ბავშვი კარგად იყო სანამ საავადმყოფოში მივიდოდით გზაში მელაპარაკებოდა, ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა, მე ვფიქრობ რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს ბავშვი”, – განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის მამამ.

არსებული ინფორმაციით არასრულწოვანს ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ასევე ვრცელდება ვერსია თითქოს პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here