Home სიახლე იტალიაში მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში მთავრობა ოჯახს მიწის ნაკვეთს გადასცემს

იტალიაში მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში მთავრობა ოჯახს მიწის ნაკვეთს გადასცემს

603
SHARE

იტალიის მთავრობა გეგმავს, წყვილებს, რომელთაც მესამე შვილი შეეძინებათ, საჩუქრად მიწის ნაკვეთი გადასცეს. “ევრონიუსის” ცნობით, ამ ნაბიჯით იტალია შეეცდება ქვეყანაში შობადობის შემცირების პრობლემა გადაჭრას. ინიციატივა ულტრამემარჯვენე პარტია League-ს ეკუთვნის, და იგი  ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტშიცაა შესული.

აღსანიშნავია, რომ იტალიას ევროკავშირში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩენებელი აქვს და იგი 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად იკლებს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ 2019-დან 2021 წლამდე ვისაც მესამე შვილი გაუჩნდება, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადასცენ. ტექნიკურად როგორც დაგეგმილია, მიწის ნაკვეთი ოჯახს სულ მცირე 20 წლით გადაეცემა.

იტალიასთან ერთად შობადობის დაბალი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებშიც პრობლემაა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here