Home მედიცინა ბავშვებში, რომლებიც ძილის წინ სმარტფონს იყენებენ, გამოუძინებლობისა და გასუქების რისკი იზრდება

ბავშვებში, რომლებიც ძილის წინ სმარტფონს იყენებენ, გამოუძინებლობისა და გასუქების რისკი იზრდება

169
SHARE

სპეციალისტებმა 11-12 წლის ასაკის 6616 მოზარდის გამოკვლევების შედეგები შეისწავლეს. ბავშვების 70%-ზე მეტმა თქვა, რომ ძილამდე არანაკლებ 1 საათის განმავლობაში სმარტფონს ამ სხვა ეკრანიან მოწყობილობას იყენებდნენ.

გარდა ამისა, მათ ეკითხებოდნენ ამ პერიოდში ოთახში განათების პირობებს, ძილის საათებსა და უჭირთ თუ არა ჩაძინება.

აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც იყენებდნენ სმარტფონს ან უყურებდნენ ტელევიზორს განათებულ ოთახში, 31%-ით ხშირად ცუდად ეძინათ.

ხოლო იმ ბავშვებში, რომლებიც იმავეს უკვე ბნელ ოთახში აკეთებდნენ, ძილის დარღვევის შესაძლებლობა 147%-ით იზრდებოდა.

სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ არასაკმარისი ძილი დაკავშირებულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან, დეპრესიასთან, შფოთვასა და წონაში მატებასთან.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here