Home მედიცინა ჩინეთში, სავარაუდოდ, პირველი გენშეცვლილი ბავშვები “შექმნეს”

ჩინეთში, სავარაუდოდ, პირველი გენშეცვლილი ბავშვები “შექმნეს”

230
SHARE

ჩი­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი ამ­ტკი­ცებს, რომ პირ­ვე­ლი გენ­შეც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი “შექ­მნა”. Associated Press-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰე ჯი­ან­კუ­იმ შვი­დი წყვი­ლის ემ­ბრი­ო­ნი შეც­ვა­ლა. მი­სი­ვე თქმით, გენ­შეც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი უკვე და­ი­ბად­ნენ, ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი.

მეც­ნი­ე­რის თქმით, მისი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია, ანდა გან­კურ­ნე­ბა. ჯი­ან­კუი ამ­ბობს, რომ იმე­დი ჰქონ­და, ბავ­შვებს ექ­ნე­ბათ ბუ­ნებ­რი­ვი უნა­რი, სა­მო­მავ­ლოდ აივ-ინ­ფექ­ცი­ას გა­უმკლავ­დნენ.

მეც­ნი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ სურთ და ამი­ტომ მათი სა­ცხოვ­რებ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნა­ლის­ტებს არ გა­ან­დო.

გე­ნის შეც­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში არ და­წე­რი­ლა, ჯი­ან­კუ­ის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ ჰონგ-კონ­გში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც გე­ნის ცვლი­ლე­ბებს ეხე­ბო­და.

„ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ, რად­გან ეს შემ­თხვე­ვა არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლია, არა­მედ – მა­გა­ლი­თიც არის მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­წყვეტს, რა გა­კეთ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში,“ – ამ­ბობს AP-სთან ჯი­ან­კუი.

მი­უ­ხე­და­ვად ჩი­ნე­ლი ექი­მის მტკი­ცე­ბი­სა, მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბი გენ­შეც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბას ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ.

პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, დოქ­ტო­რი კი­რან მუ­სუ­ნუ­რუ ჩი­ნე­ლი მეც­ნი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას „არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერს“ უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი მო­რა­ლუ­რად და ეთი­კუ­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. მას არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ეთან­ხმე­ბა, თუმ­ცა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჯორჯ ჩერ­ჩი ამ­ბობს, რომ აივ-ინ­ფექ­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხეა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის­თვის და გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის ექ­სპე­რი­მენტს „და­საშ­ვე­ბად“ მი­იჩ­ნევს.

წლის და­სა­წყის­ში ჩი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პირ­ვე­ლი გენ­შეც­ვლი­ლი თაგ­ვე­ბი შექ­მნეს, მათ დიდ ხანს იცხოვ­რეს და გამ­რავ­ლე­ბაც კი შეძ­ლეს.

მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, მათ შო­რის – დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბავ­შვე­ბის გე­ნის შეც­ვლა არა­ლე­გა­ლუ­რია.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here