Home მედიცინა “ბე­ბია დე­დის ხა­ზით ყვე­ლა­ზე დიდ როლს ას­რუ­ლებს ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში ” – რომელ...

“ბე­ბია დე­დის ხა­ზით ყვე­ლა­ზე დიდ როლს ას­რუ­ლებს ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში ” – რომელ გენებს იღებს ბავშვი დედ-მამისგან და რატომ არის მნიშვნელოვანი ბებიის ხაზი

907
SHARE

ბე­ბია დე­დის ხა­ზით ყვე­ლა­ზე დიდ როლს ას­რუ­ლებს ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში – წერს ჟურ­ნა­ლი “Etapa Infanti”. ის არა მარ­ტო გა­დას­ცემს ბავ­შვს აუ­ცი­ლე­ბელ ცოდ­ნას, უნა­რებს, ჩუქ­ნის სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს (თუ მათ აქვთ აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და ბავ­შვი ისე­დაც დიდ დროს ატა­რებს ამ ბე­ბი­ას­თან), არა­მედ მათი კავ­ში­რი ბევ­რად უფრო ღრმა არის. ეს კავ­ში­რი გე­ნის დო­ნე­ზეა!

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ბავ­შვე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად არა მხო­ლოდ მშობ­ლის ნი­შან-თვი­სე­ბებს, არა­მედ ბე­ბია-პა­პის ნი­შან-თვი­სე­ბებ­საც იღე­ბენ, რად­გან მშობ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი მშობ­ლე­ბის დნმ-ის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.

გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ბე­ბი­ე­ბი 25% გენს იზი­ა­რე­ბენ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან პა­ტა­რე­ბი, რო­გორც წესი, დე­დი­სა და მა­მის მშობ­ლის­გან თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის გენს იღე­ბენ, თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზე გავ­ლე­ნას სწო­რედ ბე­ბი­ის გენი ახ­დენს უფრო მე­ტად.

ბე­ბი­ებს მათი მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან უფრო უნი­კა­ლუ­რი რამ აკავ­ში­რებთ. ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც თა­ვის დრო­ზე ბავ­შვის დედა გა­ა­ჩი­ნეს და ამი­ტომ უფრო დიდ სუ­ლი­ერ და გე­ნე­ტი­კურ სი­ახ­ლო­ვეს გა­ნიც­დი­ან შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან. ამის გამო ბე­ბი­ის როლი შვი­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რა­ზეც გე­ნე­ტი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ამას­თან, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია და თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხი – უნი­კა­ლუ­რი. რო­დე­საც საქ­მე გე­ნე­ტი­კას ეხე­ბა, რა­ი­მეს წი­ნას­წარ გათ­ვლა, რა თქმა უნდა, რთუ­ლია. უბ­რა­ლოდ, ეს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და ყვე­ლა­ზე ხში­რი, გა­მოკ­ვლე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ.

ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ბე­ბი­ე­ბი გოგო შვი­ლიშ­ვილ­თან ყვე­ლა­ზე უფრო დიდ გე­ნე­ტი­კურ კავ­შირ­სა და სი­ახ­ლო­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იქს ქრო­მო­სო­მე­ბის წყა­ლო­ბით ამ­ყა­რე­ბენ. რო­გორც დად­გინ­და, დე­დის დედა, მა­მის დე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლის გენს 50% იქს ქრო­მო­სო­მებს გა­დას­ცემს. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მის დე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლებს დე­დის დე­დას­თან 25%-ით უფრო მეტი იქს ქრო­მო­სო­მა აკავ­ში­რებთ გე­ნურ დო­ნე­ზე.

გე­ნებ­თან და პო­ზი­ტივ­თან ერ­თად შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­და­ე­ცე­მათ მავ­ნე ჩვე­ვე­ბი და ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, იმ ემო­ცი­ებ­მა, რა­საც გა­ნიც­დი­და თა­ვის დრო­ზე ბე­ბია, ბავ­შვის დე­და­ზე ორ­სუ­ლო­ბის დროს, შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს შვი­ლიშ­ვი­ლის (გო­გო­ნას შვი­ლის) გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის ცოდ­ნა, რომ ოჯა­ხი ერთი მთლი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მია, რომ­ლის წევ­რე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში არი­ან.

რო­მელ გე­ნებს იღებს ბავ­შვი დე­დის­გან და რო­მე­ლი გე­ნე­ბი გა­და­ე­ცე­მა მა­მის­გან?

თუ თქვენ ქალი ხართ და თქვე­ნი მი­სა­მარ­თით ფრა­ზას მო­ის­მენთ – “ზედ­გა­მოჭ­რი­ლი დე­და­შე­ნი ხარ” – იცო­დეთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქა­ლე­ბი, მა­მებს ვგა­ვართ. გარ­და ამი­სა, არის მო­საზ­რე­ბაც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მა­მის ცხოვ­რე­ბის წესი ბავ­შვის ჩა­სახ­ვამ­დე, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას გან­სა­ზღვრავს მო­მა­ვალ­ში.

ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი მშობ­ლის­გან ცხვირს, შუბ­ლის ფორ­მას, თვა­ლის ჭრილს, ღაწ­ვე­ბის და ნი­კა­პის ფორ­მას იღე­ბენ მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

ბავ­შვის დნმ-ში დე­დის გე­ნე­ბი 50%-ს შე­ად­გე­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, მა­მის გე­ნე­ბიც 50%-ია. თუმ­ცა, მა­მა­კა­ცუ­რი გე­ნე­ბი უფრო აგ­რე­სი­უ­ლია და თავ­საც უფრო ხში­რად ამ­ჟღავ­ნე­ბენ ქა­ლუ­რი გე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ამი­ტომ, დე­დის აქ­ტი­უ­რი გე­ნე­ბის 40%-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მა­მა­კა­ცის აქ­ტი­უ­რი გე­ნე­ბის 60% მო­დის.

გარ­და ამი­სა, ფეხ­მძი­მო­ბი­სას ქა­ლის სხე­უ­ლი ნა­ყოფს, რო­გორც უცხო სხე­ულს, გარ­კვე­ულ­წი­ლად ასე აღიქ­ვამს. იმის­თვის, რომ ნა­ყო­ფი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ჩვე­ნი სხე­უ­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცუ­რი გე­ნე­ბი “აი­ტა­ნოს”, ზოგ­ჯერ თა­ვი­სი გე­ნე­ბის და­ჩაგ­ვრის ხარ­ჯზე.

მოდი, გა­ვარ­კვი­ოთ, რო­მე­ლი გე­ნე­ბი გა­და­დის ბავ­შვზე დე­დის­გან და რო­მე­ლი მა­მის­გან:

ბავ­შვის სქე­სი

მო­მა­ვა­ლი ბავ­შვის სქე­სი მა­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დე­დის­გან ბავ­შვი ყო­ველ­თვის X ქრო­მო­სო­მას იღებს, მა­მის­გან კი ან X ქრო­მო­სო­მას (და გოგო იბა­დე­ბა), ან Y ქრო­მო­სო­მას ( და ბიჭი იბა­დე­ბა). გარ­და ამი­სა, თუ მა­მა­კაცს დები ჰყავს, დიდი ალ­ბა­თო­ბით ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა, ხოლო თუ ძმე­ბი – მა­შინ ვა­ჟე­ბი ეყო­ლე­ბა.

Y ქრო­მო­სო­მა ბევ­რად უფრო ნაკ­ლებ გე­ნებს შე­ი­ცავს, ვიდ­რე X ქრო­მო­სო­მა. ამი­ტომ, ბიჭი ნაკ­ვთებს მეტ­წი­ლად დე­დის­გან იღებს და მას ემ­სგავ­სე­ბა გა­რეგ­ნუ­ლად, რად­გან მას­ში დე­დი­სე­უ­ლი X ქრო­მო­სო­მა უფრო მეტ გენს ატა­რებს. გო­გო­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, ის X ქრო­მო­სო­მას ორი­ვე მშობ­ლის­გან იღებს, ამი­ტომ, წი­ნას­წარ თქმა, თუ რო­მელ მშო­ბელს და­ემ­სგავ­სე­ბა, რთუ­ლია.

კბი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა

თუ მამა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბავ­შვიც ხში­რად ივ­ლის დან­ტის­ტთან. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კბი­ლე­ბის ზომა, ფორ­მა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ორი­ვე მშობ­ლის­გან შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ბავ­შვმა, დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნის მა­ტა­რებ­ლად სწო­რედ მამა გვევ­ლი­ნე­ბა.

ინ­ტე­ლექ­ტი

გე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­ლექტს გან­სა­ზღვრა­ვენ, X ქრო­მო­სო­მა­შია. ამი­ტომ, ვა­ჟებს ინ­ტე­ლექ­ტი სწო­რედ დე­დის­გან გა­და­ე­ცე­მათ. გო­გო­ნე­ბი კი მენ­ტა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ორი­ვე მშობ­ლის­გან იღე­ბენ. თუმ­ცა, დე­დის ინ­ტე­ლექ­ტის მხო­ლოდ 40% გა­და­დის მემ­კვიდ­რე­ო­ბით, და­ნარ­ჩე­ნი აღ­ზრდის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა.

ქა­ლებს X ქრო­მო­სო­მა 2 აქვთ (XX), კა­ცებს ერთი(XY), ამი­ტომ ქა­ლებს ინ­ტე­ლექ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გე­ნე­ბი უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი აქვთ, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებს. მამა-გე­ნი­ოსს კი თა­ვი­სი მა­ღა­ლი IQ შე­უძ­ლია გა­დას­ცეს გო­გო­ნას, მაგ­რამ არა ვაჟს. გო­გო­ნას (XX) ქრო­მო­სო­მა აქვს, 1 დე­დის და 1 მა­მის, ვაჟს კი (XY), სა­დაც X დე­დი­გან აქვს, ამი­ტომ ვა­ჟე­ბი ამ უნარს დე­დას უნდა უმად­ლოდ­ნენ.

სა­შუ­ა­ლოდ, ბი­ჭე­ბის IQ დე­დის მაჩ­ვე­ნებ­ლის­გან 15 პუნ­ქტით გან­სხვავ­დე­ბა.

მკვლე­ვა­რე­ბა გერ­მა­ნი­ის ულ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და­ად­გი­ნეს, რომ გე­ნე­ტი­კა ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი არაა, მას­ზე სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც მოქ­მე­დებს.

ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა ასაკ­ში (2 წლამ­დე) დე­დას­თან ერ­თად თა­მა­შო­ბენ, იზ­რდე­ბი­ან უფრო ჭკვი­ა­ნე­ბი, ვიდ­რე სხვა მათი თა­ნა­ტო­ლე­ბი.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რი ეს სიყ­ვა­რუ­ლია, თუ 13 წლამ­დე ბავ­შვს ოჯახ­ში საკ­მა­რი­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და, მათი ინ­ტე­ლექ­ტი 10%-ით უფრო უკე­თე­სია, ვიდ­რე მათი თა­ნა­ტო­ლე­ბის, ვინც ემო­ცი­უ­რად შორს იყო მშობ­ლე­ბის­გან.

მიდ­რე­კი­ლე­ბა ფსი­ქი­უ­რი ავად­მყო­ფო­ბის­კენ

ასაკ­თან ერ­თად მა­მა­კა­ცის სპერ­მის ხა­რის­ხი უა­რეს­დე­ბა. ამის გამო, ხან­დაზ­მულ ასაკ­ში ბავ­შვის გა­ჩე­ნამ შე­საძ­ლოა მის­თვის მუ­ტი­რე­ბუ­ლი გე­ნე­ბის გა­და­ცე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, აუ­ტიზ­მის, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ხდე­ბა. ასე­ვე ბავ­შვებს, რო­მელ­თა მა­მე­ბიც ჩა­სახ­ვის დროს 45 და მეტი წლის იყ­ვნენ, სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და სირ­თუ­ლე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ სწავ­ლა­ში.

თუ მა­მა­კაცს გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებს, ამ და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში გა­დას­ცემს თა­ვის ვა­ჟებს. ხოლო მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც უნა­ყა­ფო­ბა­ზე მკურ­ნა­ლობ­დნენ და რო­მელ­თა ვა­ჟე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გზით და­ი­ბად­ნენ, ასე­ვე გა­დას­ცე­მენ ვა­ჟიშ­ვი­ლებს ამ და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას.

მიდ­რე­კი­ლე­ბა ჰე­მო­ფი­ლი­ი­სა და აუ­ტიზ­მი­სად­მი

ჰე­მო­ფი­ლი­ით იტან­ჯე­ბო­და რუ­სე­თის ბოლო იმ­პე­რა­ტო­რის ვაჟი – ალექ­სან­დრე. მარ­ცხნივ ფო­ტო­ზე მისი დიდი ბე­ბი­აა, ინ­გლი­სის დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ჰე­მო­ფი­ლი­ის გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და ის თა­ვის შთა­მო­მავ­ლო­ბა­საც გა­დას­ცა.

არის და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიც ქა­ლია, მაგ­რამ ეს გენი მხო­ლოდ ვა­ჟებს გა­და­ე­ცე­მათ. ეს მა­შინ ხდე­ბა, როცა ქალი დე­ფექ­ტუ­რი X ქრო­მო­სო­მის მა­ტა­რე­ბე­ლია და მას ვაჟს გა­დას­ცემს. ქა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კაცს მხო­ლოდ ერთი X ქრო­მო­სო­მა აქვს, ამი­ტომ მუ­ტი­რე­ბუ­ლი გე­ნის კომ­პენ­სი­რე­ბას ვე­რაფ­რით ახ­დენს. და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც დე­დის­გან გა­და­დის, მი­ე­კუთ­ვნე­ბა: ჰე­მო­ფი­ლია, და მი­ო­დის­ტრო­ფია. აუ­ტიზ­მი მეტ­ნაკ­ლე­ბად მა­ში­ნაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, როცა დე­დის­გან ვაჟ­ზე გა­და­დის.

სიმ­სუქ­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა

სიმ­სუქ­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, ან პი­რი­ქით, კარ­გი ტა­ნა­დო­ბა, მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის. ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში წონა და წე­ლის სი­გა­ნე 25%-ით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გე­ნე­ტი­კუ­რად, და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40%-ია, ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც სიმ­სუქ­ნით იტან­ჯე­ბი­ან, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 80%-ს აღ­წევს და ამ დროს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. თუმ­ცა, გო­ნივ­რუ­ლად ვარ­ჯი­ში და კვე­ბა შე­დეგს ყო­ველ­თვის იძ­ლე­ვა.

სი­გამ­ხდრის­კენ ან სიმ­სუქ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ორი­ვე მშობ­ლის­გან ერ­თნა­ი­რად გა­და­დის. ამას­თან, ტა­ნა­დო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა უფრო ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხით გა­და­ე­ცე­მა, ვიდ­რე სიმ­სუქ­ნი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა.

თუმ­ცა, და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში ბავ­შვის წო­ნა­ზე მხო­ლოდ დე­დაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თუ დედა გამ­ხდა­რია, რა მსუ­ქა­ნიც არ უნდა იყოს მამა, ბავ­შვი მსუ­ქა­ნი არ იბა­დე­ბა და პი­რი­ქით, როცა დედა სიმ­სუქ­ნით იტან­ჯე­ბა, ბავ­შვი შე­საძ­ლოა “სა­თა­და­რი­გო კი­ლოგ­რა­მე­ბით” და­ი­ბა­დოს.

სი­მაღ­ლე

ბავ­შვის სი­მაღ­ლეს უმე­ტეს­წი­ლად მამა გან­სა­ზღვრავს. მა­ღა­ლი მა­მა­კა­ცის შვი­ლე­ბიც სი­მაღ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. სა­ერ­თო ჯამ­ში, ბავ­შვი სი­მაღ­ლის 60-80% მა­მის ან დე­დის გე­ნე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კვე­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბის წეს­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მო­დის.

არ­სე­ბობს ორი ფორ­მუ­ლა ბავ­შვის სი­მაღ­ლის გა­მო­სათ­ვლე­ლად:

1) თუ ბიჭი გყავთ, დე­დის სი­მაღ­ლეს და­უ­მა­ტეთ მა­მის სი­მაღ­ლე და და­უ­მა­ტეთ კი­დევ 13 სმ. გა­ყა­ვით მი­ღე­ბუ­ლი სი­მაღ­ლე 2-ზე და მი­ი­ღებთ სა­ვა­რა­უ­დო შე­დეგს.

თუ გოგო გყავთ, შეკ­რი­ბეთ მშობ­ლე­ბის სი­მაღ­ლე, გა­მო­ა­კე­ლით 13 და გა­ყა­ვით 2-ზე.

2) ჩა­ი­წე­რეთ გო­გო­ნას სი­მაღ­ლე 18 თვის ასაკ­ში, ბი­ჭი­სა კი 2 წლის ასაკ­ში და და გამ­რავ­ლეთ 2-ზე. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი იქ­ნე­ბა ბავ­შვის სა­ვა­რა­უ­დო სი­მაღ­ლე ზრდას­რულ ასაკ­ში.

თვა­ლის ფერი

თვა­ლე­ბის ყა­ვის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა დო­მი­ნან­ტუ­რი ფე­რია. ამი­ტომ, თუ მშობ­ლე­ბი­დან ერთს ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს, მე­ო­რეს კი ღია შე­ფე­რი­ლო­ბის, დიდი ალ­ბა­თო­ბით ბავ­შვსაც ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი ექ­ნე­ბა. შან­სი, რომ ბავ­შვს ღია ფე­რის თვა­ლე­ბი ექ­ნე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­შია, როცა ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბის მქო­ნე მშო­ბელს რე­ცე­სი­უ­ლი გენი აქვს. იმავდრო­უ­ლად, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ როცა ორი­ვე მშო­ბელს ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს, მათი შვილს ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­დეს.

ცის­ფე­რი და მწვა­ნე თვა­ლე­ბი-რე­ცე­სი­უ­ლი გე­ნია, თუმ­ცა ამ ორი­დან ცის­ფე­რი უფრო დო­მი­ნან­ტუ­რია, ვიდ­რე მწვა­ნე.

ფო­სო­ე­ბი ლო­ყებ­ზე

ფო­სო­ე­ბი ლო­ყებ­ზე – დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბელს ასე­თი ფო­სო­ე­ბი აქვს, დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ ბავ­შვსაც გა­მოყ­ვეს.

ხვე­უ­ლი თმა

ბევ­რი დედა ოც­ნე­ბობს, რომ მათი პა­ტა­რა კუ­ლუ­ლე­ბით და­ი­ბა­დოს. თუმ­ცა, თუ ერთ-ერთ მშო­ბელს ხვე­უ­ლი თმა აქვს, ეს არაა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ბავ­შვიც ხვე­უ­ლი თმით და­ი­ბა­დოს.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სქე­მა ასე­თია:

თუ ორი­ვე მშო­ბე­ლი ხუ­ჭუ­ჭაა, ბავ­შვიც ხუ­ჭუ­ჭა იქ­ნე­ბა.

თუ მშობ­ლებს სწო­რი თმა აქვთ, ბავ­შვსაც სწო­რი თმა ექ­ნე­ბა.

თუ ერთი მშო­ბე­ლი ხუ­ჭუ­ჭაა, მე­ო­რე კი სწორ­თმი­ა­ნი, მა­შინ მათ შვილს ტალ­ღო­ვა­ნი თმა ექ­ნე­ბა.

თუ მშობ­ლებს სწო­რი თმა აქვთ, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე ოჯა­ხის წევ­რს ხუ­ჭუ­ჭა თმა აქვს, შე­საძ­ლოა ბავ­შვიც ხუ­ჭუ­ჭა თმით და­ი­ბა­დოს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here