Home განათლება მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება

მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება

148
SHARE

2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ამასთან, სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მისივე თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
ასევე, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

წყარო: https://www.interpressnews.ge/

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here