Home სიახლე 2 წლის ბიჭი, რომელიც ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ...

2 წლის ბიჭი, რომელიც ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ამოიყვანეს

267
SHARE

13-დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ეს­პა­ნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და – 110 მეტ­რის სიღ­რმის ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი ორი წლის ბი­ჭუ­ნა, მაშ­ვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს.

ბი­ჭის სხე­ულს მაშ­ვე­ლებ­მა 26 იან­ვარს, ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მი­აკ­ვლი­ეს. ხუ­ლენ რო­სელ­ლო (Julen Rosello) ვიწ­რო ხვრელ­ში 13 იან­ვარს ჩა­ვარ­და, როცა ეს­პა­ნე­თის სამ­ხრე­თით, ტო­ტა­ლან­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად პიკ­ნიკ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, თუმ­ცა 26 იან­ვარს, სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა:

“ღა­მით 1:25 სა­ათ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­მა მი­აღ­წია ად­გილს, სა­დაც ბიჭი ეგუ­ლე­ბო­დათ და სამ­წუ­ხა­როდ, მისი უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი იპო­ვეს. ჩემი სამ­ძი­მა­რი ოჯახს” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პედ­რო სან­ჩეს­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა: “მთე­ლი ეს­პა­ნე­თი დამ­წუხ­რე­ბუ­ლია და იზი­ა­რებს ხუ­ლე­ნის ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. ჩვენ ერ­თად ვა­დევ­ნებ­დით თვალს, რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ მაშ­ვე­ლე­ბი მას. ყო­ველ­თვის და­ვა­ფა­სებთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ეძებ­დნენ ბიჭს ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში”.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში 100 მაშ­ვე­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვიწ­რო ჭაში სა­მუ­შა­ო­ე­ბი მათ რო­ბო­ტი-კა­მე­რის დახ­მა­რე­ბით და­ი­წყეს, რად­გან ხვრელ­ში მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ ჩა­ე­ტე­ო­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბავ­შვი პიკ­ნი­კის დროს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მშობ­ლე­ბის თვალ­თა­ხედ­ვი­დან გაქ­რა და ხვრელ­ში ჩა­ვარ­და. ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას მთე­ლი ეს­პა­ნე­თი ადევ­ნებ­და თვალს, ად­გილ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და რო­სელ­ლო­ე­ბის ოჯა­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად. 2017 წლის მა­ის­ში წყვილ­მა უფ­რო­სი შვი­ლი, ოლი­ვე­რი და­კარ­გა. ბავ­შვი გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ბი­ჭის მა­მამ ხო­სემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და:

“მე და ჩემი მე­უღ­ლე მკვდრე­ბი ვართ. იმედს არ ვკარ­გავთ, რომ გვყავს ან­გე­ლო­ზი, რო­მე­ლიც მას აქე­დან ამოგ­ვაყ­ვა­ნი­ნებს. ოლი­ვერ, არ და­ი­ვი­წყო შენი ძმა ხუ­ლე­ნი. შენ იცი რამ­დე­ნი ხანი ვე­ლო­დით მას… ვიცი რომ მას იცავ, ჩემო პა­ტა­რა მეფე”.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here