Home ორსულობა როგორ უნდა უვლიდეს თავს ახალნამშობიარები ქალი

როგორ უნდა უვლიდეს თავს ახალნამშობიარები ქალი

144
SHARE

“მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ ძიძად ჩინელი ქალი ავიყვანე. მან ჩვენთან 3 თვე გაატარა. ჩინეთში მშობიარე ქალისთვის დამხმარეს აყვანე ტრადიციაა. ძიძა 3 თვე ცხოვრობს თქვენთან და ზრუნავს არამარტო ჩვილზე, არამედ დედაზე. ამ სამთვიან პერიოდს confinement -ი ანუ შეზღუდვა ეწოდება. ძიძას კი confinement nanny-ი.
ჩინური ტრადიციები მსოფლიოში ერთ-ერთ ჯანსაღ ცხოვრების წესადაა მიჩნეული და საფუძვლად ძველი ცივილიზაციის სიბრძნე უდევს. ალბათ საინტერესო იქნება ახალნამშობიარები ქალის მოვლის მათეული წესები. გადახედეთ, შეიძლება თქვენთვის სასარგებლოც ბევრი რამ აღმოჩინოთ.

მშობიარობის შემდეგ დედა ჩვილთან ერთად ე.წ. კარანტინის პერიოდს გადის.

ასეთ პრაქტიკას იყენებენ ჩინელები, მალაიზიელები და ინდიელები. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ დედას, რომ აღიდგინოს ფიზიკური და ემოციური ძალები. ასევე დაცული იყო ინფექციებისგან და ისეთი პრობლემებისგან, რომელიც მის და ბავშვის ჯანმრთლობაზე შეიძლება ცუდად აისახოს.

ზოგიერთი წესი “შემზღუდველი” პერიოდის დროს:

  • ბანაობა შესაძლებელია მხოლოდ თბილი წყლით, რომელსაც ბალახების ნაყენი აქვს დამატებული.
  • იკრძალება “გამაგრილებელი” ელემენტების – ცივი წყალი, კონდიციონერი, ვენტილატორი – გამოყენება.
  • თავად დედაც თბილად უნდა იყოს ჩაცმული. განსაკუთრებით ფეხზე.
  • რეგულარულად კეთდება სპეციალური მასაჟი, ძირითადად მუცელზე.
mshoblebi

დიეტური საიდუმლოებები
შეზღუდვა ეხება კვებასაც. მეძუძურ დედას აჭმევენ იმ პროდუქტებს, რომლებიც რძის წარმოქმნაში დაეხმარება. გარდა ამისა, არ უნდა დაირღვეს ინ და

იანის ენერგიები. პირველი ცივი ენერგიაა, იანი – ცხელი. მათი დისბალანსი იწვევს გაღიზიანებას, მოთენთილობას. კუჭის მოქმედების არევას, გამონაყარს.

გამაგრილებელი პროდუქტებია: ბანანი, მსხალი, გრეიპფრუტი, ხურმა, საზამთრო, მანდარინი, მარწყვი, ანანასი, პომიდორი, კიტრი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბოლოკი, ზღვის წყალმცენარეები, კურკუმა, პიტნა, სოიის ხაჭო, ქათმის კვერცხის ცილა, იოგურტი.

გამათბობელი პროდუქტებია: ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, მანგო, ყურძენი, წაბლი, ატამი, ნიორი, ხახვი, სოიის ზეთი, ძმარი, ნიგოზი, გარგრის კურკები, წიწაკა, დარიჩინი, ჯანჯაფილი, ყავა, მუსკატის კაკალი, შაშკვლავი, მიხაკი, ქინძის თესლი, ლორი, ქათამი, ცხვრის ხორცი.

არსებობს ნეიტრალური პროდუქტებიც: გარგარი, ვაშლი, ლეღვი, ფინიკი, ქლიავი, ქიშმიში, სტაფილო, ნიახური, ზეთისხილი, კარტოფილი, გოგრა, ბატატი, ბრიუსელის კომბოსტო, ბარდა, ბრინჯი, წითელი ლობიო, მზესუმზირა, სოკო, თაფლი, ქონდარი, ძირა, რძე, ქათმის კვერცხის გული, საქონლისა და ღორის ხორცი, იხვი.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალი გამათბობელი პროდუქტებით უნდა იკვებოს. რათა გაუუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა, გაუძლიერდეს კაპილარები, წარმოიქმნას რძე და არ წარმოიქმნას გაზები. გამაგრილებელ პროდუქტებს საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ და შეუძლიათ გამოიწვიონ რევმატიმზი, ართრიტი, სისუსტე.

კვებასთან დაკავშირებული მითითებები:

1. პირველი თვის განმავლობაში დედა წყალს საერთოდ არ სვამს. მხოლოდ თბილ კომპოტებსა და ნაყენებს.
2. გაუყინავი თევზი უნდა იყოს ყოველდღიურ მენიუში. მიჩნეულია, რომ ცოცხალი თევზი შინაგანი იარების შეხორცებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით სასარგებლოა თევზის წვნიანი.
3. ყოველ დილით ძიძა თლიდა და წვრილ სახეხზე აქუცმაცებდა ჯანჯაფილს. მას უმატებდა ყველა კერძში. იგი სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისთვისაც და ორგანიზმის გასათბობადაც.
4. ჯანჯაფილის ჩაი – გახეხილი ჯანჯაფილის წვენს ემატებობა ცხელი წყალი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. პირველ კვირას თითო ჭიქა, მეორე კვირიდან ორ-ორი. ჯანჯაფილის ჩაი ხელს უშლის პატარას გაზების წარმოქმნაში. პირველი შვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ ღამეს ტირილში ატარებდა, განსაკუთრებით, როცა მუცელი სტკიოდა. მეორე შვილს ამ მიზეზით არასდროს უტირია და ღამეც მშვიდად ეძინა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here