Home სხვადასხვა გართობა დედამ ჩვილი პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილში, წერილთან ერთად დატოვა

დედამ ჩვილი პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილში, წერილთან ერთად დატოვა

1173
SHARE

ახალ ზელანდიაში, ახალგაზრდა დედამ, თავის ჩვილთან ერთად, მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა. როდესაც ადგილზე მივიდა, პატარას ეძინა.
დედა შვილის გაღვიძებას მოერიდა, ამიტომ ჩვილი პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილში დატოვა, ვარდისფერ საბანზე, რომელიც ბავშვს ჰქონდა გადაფარებული, წერილი დატოვა, თვითონ კი საყიდლებზე გადავიდა.

„ჩემი დედიკო მაღაზიაშია შესული. თუ მე რამე დამჭირდება, დედას ამ ნომერზე დაურეკეთ”, – ეწერა წერილში და ტელეფონის ნომერიც იქვე იყო მითითებული.

ჩვილმა ერთი წყვილის ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც იქვე გააჩერეს ავტომობილი. დილის 9:00 საათი, შაბათი იყო. თბილი ამინდი იდგა. წყვილი ღელავდა, რომ ავტომობილის ჩახუთულ სალონში უმეთვალყურეოდ დატოვებული პატარა ცუდად გახდებოდა. მათ დედას დაურეკეს და მოსთხოვეს, სასწრაფოდ დაბრუნებულიყო. მის მოსვლამდე კი ჩველი უმეთვალყურეოდ არ დატოვეს. ფოტოც მათ გადაიღეს, რომელიც სოცქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ბევრი ადამიანი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, ითხოვდა დედის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

ახალი ზელანდიის კანონმდებლობით, ბავშვის მშობელი ან მეურვე, 14 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვებისთვის 2000 აშშ დოლარამდე თანხით ჯარიმდება. იმის გამო, რომ ფოტოზე ვერც ბავშვის ამოცნობა შეიძლება და არც მშობლის სახელი და გვარი იყო მითითებული, პოლიციამ საქმის აღძვრა ვერ შეძლო.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში პედიატრებიც გამოეხმაურნენ. ისინი შეშფოთებულები იყვნენ იმ მოსალოდნელი საფრთხით, რაც ჩახუთულ მანქანაში პატარას ემუქრებოდა. „ასეთ დროს ჩვილის ორგანიზმს დეჰიდრატირების (გაუწყლოების) საფრთხე რეალურად ემუქრება. თანაც ჩვილი ვერ დაიცავს თავს და საჭიროების შემთხვევაში, ვერ ითხოვს დახმარებას”, – წერდნენ მედიკოსები.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here