Home სხვადასხვა “დედობა ყოფილა იმაზე მეტი ვიდრე კაცებს გვგონია, დედობა ყველაზე დიდი გმირობაა!”

“დედობა ყოფილა იმაზე მეტი ვიდრე კაცებს გვგონია, დედობა ყველაზე დიდი გმირობაა!”

156
SHARE

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პოეტი ზურა სალუქვაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:

“სახლში ხშირად ხმაურით შესვლა მჩვევია და თუ ისე მოხდება რომ მძინარე ელენას შემთხვევით გავაღვიძებ ხოლმე, ნინჩიკა ისეთი მკვახე ტონით მომაჯახებს” ეხლა ადექი და შენ დააძინეო” რომ რამდენჯერ გამიფიქრია ამ ჩემს ცოლს მემგონი აღარ ვუყვარვარ თქო….

ამას წინათ ისე მოხდა რომ მე დავაძინე ელენა. თითქმის 40 წუთი ხელში მყავდა, წინ და უკან ვატარებდი, ვარწევდი და იავნანასაც კი ვუმღეროდი. შემდეგ როგორც იქნა ლოგინში ჩავაწვინე და დამატებითი 40 წუთი დამჭირდა რომ ჩემს მკლავებში ასე ძლვს მიძინებული გაზაფხული უფრო ღრმად მიმეძინებინა და ბოლოს ეს გაბუჟებული ხელიც გამომეცურებინა მისი თავის ქვეშიდან…

ამასობაში როგორც ჩანს მეც ჩამძინებია და სწორედ ამ დროს ოთახში ფეხაკეფით და თითქმის შეუმჩნევლად შემოსულ ნინჩიკას ეს ფოტო გადაუღია. გამეღვიძა და ვეუბნები: ეხლა რომ ვინმემ ბავშვი გამიღვიძოს, მზად ვარ მკვლელობა ჩავიდინოთქო.

კი გადმომხედა ნიშნის მოგებით მარა არაფერი უთქვამს…

დედობა ყოფილა იმაზე მეტი ვიდრე კაცებს გვგონია, დედობა ყველაზე დიდი გმირობაა!”

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here