“ჰოდა, ეს დღე და ეს საათი დგება 11 იანვარს” – ლეიკემია დამარცხებულია და დღეს ბექა თბილისში ბრუნდება

    423
    SHARE

    საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბექა ხვალ თბილისს უბრუნდება. მან ლეიკემია დაამარცხა. გვერდი “ბექასთვის” რომელიც სისტემატურად გვაწვდიდა ინფორმაციებს ბექას მდგომარეობის შესახებ, დღეს განსაკუთრებულად სასიხარულო ამბავს გვამცნობს.

    “ხომ დაგპირდით სულ ახლახანს, რომ სულ ცოტაც და თელავივიდან ცად აჭრილი ლაინერი თბილისის აეროპორტში რბილად დაეშვება და დახვედრის გადავსებულ დარბაზში შემოვა ზღვა ხალხის დანახვით ცოტათი გაოცებული, ცოტათიც დაბნეული, მაგრამ უბედნიერესი და რაც მთავარია, ჯანმრთელი ბექა!

    ჰოდა, ეს დღე და ეს საათი დგება ხვალ, 11 იანვარს, თბილისის დროით 13 საათსა და 10 წუთზე ბექა თავის გმირ დედასთან და შეუძლებელის შემძლე მამასთან ერთად კვლავ ჩვენთან დაბრუნდება.

    დიახ!
    მე, შენ, ჩვენ – ეს შევძელით!
    დიახ!
    ლეიკემია დამარცხებულია!
    დიახ!
    სასწაულები ხდება!
    დიახ!
    სასწაულებს ჩვენ ყველა ერთად ვახდენთ!

    დიახ! მადლობა ყველას, ყველას, ყველას.

    დიახ! დიახ! დიახ!

    სიცოცხლე ღირს იმ განცდად, რაც ამ პოსტის წაკითხვისას გვეუფლება!..

    პ.ს. ვისაც გსურთ და გცალიათ, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად განიცადოთ გამარჯვების წუთები თბილისის აეროპორტში.
    გთხოვთ, აუცილებლად იქონიეთ პირბადე და მაქსიმალურად მოერიდეთ ბექასთან უშუალო კონტაქტს. შემდგომ დღეებში, მანამ სანამ ბექა პირველ „ჩექინგზე“ თებერვალში, კვლავ „შეივლის“ შებას კლინიკაში, მისი ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, მასთან უშუალო კონტაქტი ძალიან შეზღუდულ წრეს ექნება.” -ნათქვამია განცხადებაში.

    Banner 5
    SHARE

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here