Home სიახლე 26 წლის კაცმა არასრულწლოვანი დააორსულა და ახალშობილი ბავშვი შიმშილით მოკლა

26 წლის კაცმა არასრულწლოვანი დააორსულა და ახალშობილი ბავშვი შიმშილით მოკლა

509
SHARE

სამხრეთ დაკოტას შტატში, 26 წლის დარვინ რედ ქლაუდმა არასრულწლოვანი გოგო დააორსულა, ახალშობილი ბავშვი კი შიმშილით მოკლა.

ახალგაზრდა მამაკაცმა მეორე ხარისხის მკვლელობა აღიარა, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სასამართლომ მას მხოლოდ 4 წელი მიუსაჯა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის 17-დან 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მხედველობაში დაცვის მხარის არგუმენტებიც მიიღო. 26 წლის მამაკაცის ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულმა უბრალოდ არ იცოდა როგორ მოევლო მცირეწლოვანი ბავშვისთვის. დარვინ რედ ქლაუდმა სასამართლოს წინაშე ბოდიშიც მოიხადა და განაცხადა, რომ მან შეცდომა დაუშვა.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ახალშობილის ფოტოებიც წარადგინა, სადაც ჩანს, რომ ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო. არასრულფასოვანი კვების გამო მან მხოლოდ 2 თვის ასაკამდე იცოცხლა.

დარვინ რედ ქლაუდს თავდაპირველად ბრალი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაშიც წაუყენეს, თუმცა ეს ბრალდება საპროცესო შეთანხმებით მოუხსნეს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here