Home აღზრდა “მუცელზე წოლა მიუთითებს, რომ პატარას ემოციები ეძალება ან რაღაც აშინებს” – რას გვანიშნებს...

“მუცელზე წოლა მიუთითებს, რომ პატარას ემოციები ეძალება ან რაღაც აშინებს” – რას გვანიშნებს ბავშვის ძილის პოზა

168
SHARE

სამი თვიდან ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია გადაბრუნდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძილის დროს უკვე სასურველი და მისთვის კომფორტული პოზის მიღება შეუძლია. დააკვირდით ძილის დროს მისი წოლის მანერას, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

თუ ბავშვს ზურგზე წოლა უყვარს და ხელ-ფეხი აქეთ-იქით აქვს გადაყრილი, მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ: ბავშვს არაფერი აწუხებს, ლაღად არის და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
გვერდულად წოლაც სიმშვიდისა და კომფორტულობის მანიშნებელია. ბავშვი მშვიდადაა და არაფერი სტკივა.
მუცელზე წოლა მიუთითებს, რომ პატარას ემოციები ეძალება ან რაღაც აშინებს. ბავშვები, რომლებსაც სისტემატურად ამ პოზაში ძინავთ, ძალიან მგრძნობიარენი არიან, მათი წყენინება ძალიან ადვილია, სულ დაცვა და დახმარება სჭირდებათ. გარდა ამისა, შეიძლება ცხვირ-ხახის ან კუჭნაწლავის პრობლემები ჰქონდეს. ამიტომ ყურადღებით გააკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შემაშფოთებლად მიიიჩნევა ე.წ. “ოთხზე” ძილი – როცა ბავშვი მუხლებში იხრება, საჯდომი ზემოთ აქვს, თავი კი თანდათან შედარებით უფრო დაბალზე უდევს. ეს პოზა ბავშვის პროტესტზე მიანიშნებს, მას რაღაც აშფოთებს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here