Home განათლება “ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, გამკაცდრეს ხელების ჰიგიენა” – განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო...

“ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, გამკაცდრეს ხელების ჰიგიენა” – განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

127
SHARE

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს:

რე­კო­მენ­და­ცი­ებს შო­რი­საა სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში ჩა­ტარ­დეს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნის შემ­დგომ სის­ტე­მა­ტუ­რად და­ლაგ­დეს სვე­ლი წე­სით საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და დე­რეფ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რე­ბით გა­იწ­მინ­დოს მერ­ხე­ბი და სკა­მე­ბი, სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი.

„სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­თვის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრი­პის ვირუ­სით ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ მი­ა­ნიშ­ნებს ეპი­დე­მი­ა­ზე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 2018-2019 სას­წავ­ლო წლის ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბი გა­ხან­გრძლივ­დეს 18 იან­ვრის ჩათ­ვლით. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ და­ვაკ­ვირ­დე­ბით არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­მა­ვალ ერ­თობ­ლივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეძ­ლე­ვათ რე­კო­მენ­და­ცია არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ო­დი და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნის შემ­დგომ სის­ტე­მა­ტუ­რად და­ლაგ­დეს სვე­ლი წე­სით საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და დე­რეფ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რე­ბით გა­იწ­მინ­დოს მერ­ხე­ბი და სკა­მე­ბი, სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი. ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყონ სკო­ლის ექი­მე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და და­იც­ვან ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რაც და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ღო­ნის­ძი­ე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა და რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გას­ცემს“, – აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი:

  • გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი არ უნდა და­იშ­ვან და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში;
  • სას­წავ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო სივ­რცე­ებ­ში გა­აქ­ტი­ურ­დეს გა­ნი­ა­ვე­ბის რე­ჟი­მი ყო­ვე­ლი შეს­ვე­ნე­ბი­სას ან ნე­ბის­მი­ერ შემტხვე­ვა­ში, როცა სივ­რცე თა­ვი­სუ­ფა­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­გან;
  • სის­ტე­მა­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს სვე­ლი წე­სით და­ლა­გე­ბა;
  • გამ­კაცრ­დეს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი და სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას გან­ვი­თარ­დე­ბა გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მი, სკო­ლის/სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლის მიერ სას­წრა­ფოდ უნდა იქ­ნეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლის იზო­ლი­რე­ბა და­ნარ­ჩე­ნი კონ­ტი­გენ­ტის­გან და მისი გა­დაყ­ვა­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით. სკო­ლებს ეძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცია, თუ სკო­ლა­ში ავად­მყო­ფო­ბის გამო გაც­დე­ნის ინ­ტენ­სი­ვო­ბა გა­და­ა­ჭარ­ბებს 20%-ს, სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრს წა­რუდ­გი­ნოს ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ. ამას­თან, სკო­ლებს/სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მო­ვუ­წო­დებთ ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ონ მშობ­ლებ­თან და მის­ცენ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ გრი­პის სიმპტო­მე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის შემ­ჩნე­ვი­სას, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი არ გა­უშ­ვან სკო­ლა­ში/ბაღ­ში, დრო­უ­ლად მი­მარ­თონ ექიმს – დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და ადექ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით. ამით ხელს შე­უ­წყობთ, მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს დაყ­ვა­ნი­ლი გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი.სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გრი­პის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის მიზ­ნით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია – გრი­პით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი მო­თავ­სდნენ ცალ­კე პა­ლა­ტა­ში ან კოჰორ­ტუ­ლად;შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­ზღუ­დოს პა­ცი­ენ­ტე­ბის პა­ლა­ტის გა­რეთ გა­და­ად­გი­ლე­ბა;- პა­ცი­ენ­ტებს პა­ლა­ტის გა­რეთ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ან ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ეკე­თოთ ნი­ღა­ბი;- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა მკაც­რად და­იც­ვას ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი­სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა უშუ­ა­ლოდ პა­ლა­ტი­დან გა­მოს­ვლის წინ ხე­ლე­ბი უნდა და­ი­მუ­შა­ოს ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით;- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ატა­როს ნი­ღა­ბი;- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, პა­ლა­ტა­ში შეს­ვლის დროს გა­ი­კე­თოს ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი;- მკაც­რად იქ­ნეს და­ცუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სა და სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის წე­სე­ბი. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას
  • გრი­პის სე­ზო­ნუ­რი გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გაც­ნო­ბებთ, რომ 2018-2019 წლე­ბის სე­ზონ­ზე გრი­პის ვირუ­სის აქ­ტი­ვო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ლინ­და 45-ე კა­ლენ­და­რუ­ლი კვი­რი­დან. გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფარ­დო­ბი­თი მა­ტე­ბა და­ი­წყო 2018 წლის ბო­ლო­დან, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ აღე­მა­ტე­ბა ეპი­დე­მი­ურ ზღურ­ბლს. ამას­თან, გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა მთე­ლი ჩრდი­ლო ნა­ხე­ვარსფე­რო­სა და მ.შ. ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში.გრი­პის სე­ზო­ნუ­რი გავ­რცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია:
  • ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბულ­მა გა­მო­ი­ჩი­ნოს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი­სას, ექიმ­თან მი­მარ­თვამ­დე, მო­ახ­დი­ნოს თვი­თი­ზო­ლა­ცია;
  • გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ ორ­სუ­ლებ­მა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა;
  • ნე­ბის­მი­ერ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­უ­როს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბი: სტან­დრტუ­ლად ხე­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა გამ­დი­ნა­რე წყლი­თა და საპ­ნით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის, ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბის, ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბის შემ­დეგ, რაც შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს თვა­ლით უხი­ლავ და­ბინ­ძუ­რე­ბას;
  • კონ­ტა­ტუ­რი გზით გრი­პის ვირუ­სე­ბის შე­კა­ვე­ბის მიზ­ნით მი­ზან­შე­წო­ნი­ლია სპირ­ტის­შემ­ცვე­ლი ხე­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლე­ბით აღი­ჭურ­ვოს ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ/და­ა­ვა­დე­ბულ პირ­თა კონ­ცენ­ტრა­ცია: აფ­თი­ა­ქე­ბი, პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრე­ბი, სა­ტე­ლე­ფო­ნი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფი­სე­ბი. ხე­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლე­ბი უნდა გან­ლაგ­დეს მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის ხელ­მის­წვდომ და თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას.
  • გრი­პის სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თეთ ექიმს! იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა – სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა, ქო­ში­ნი, ცხვირ-ტუ­ჩის მი­და­მოს ცი­ა­ნო­ზი, მო­ვარ­დის­ფრო სის­ხლი­ა­ნი ნახ­ვე­ლი, ლე­თარ­გია, ჩვილ ბავ­შვებ­ში – ძუ­ძუს წო­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, გა­უ­წყლო­ვე­ბა, ყიფ­ლი­ბან­დის და­ძა­ბუ­ლო­ბა – სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ ექიმს! შე­საძ­ლოა თქვენ გე­სა­ჭი­რო­ე­ბო­დეთ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა!
  • გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს სე­ზო­ნურ გრიპ­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და­მა­ტე­ბი­თი დიგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის, გრი­პის ვირუ­სის ტი­პე­ბის ან ქვე­ტი­პე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის და მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის გან­სა­სა­ზღვრად არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ.
Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here