Home განათლება სააღმზრდელო პროცესის დაწყება ბაღებშიც გადაიდო

სააღმზრდელო პროცესის დაწყება ბაღებშიც გადაიდო

91
SHARE

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო პროცესის განახლება თბილისის საბავშვო ბაღებშიც გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„სკოლების მსგავსად, თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება“, – აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციებით მიმართა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here