Home განათლება ბავშვები და ტექნოლოგიური საშუალებები: რისი ცოდნაა აუცილებელი?

ბავშვები და ტექნოლოგიური საშუალებები: რისი ცოდნაა აუცილებელი?

192
SHARE

პედიატრებისა და ბავშვთა ჯანმრთელობის ექსპერტების განცხადებით, სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების ეკრანთან ხანგრძლივი დროის დათმობა მავნებელია ბავშვებისთვის, რომელთა ორგანიზმი და ტვინი განვითარების კრიტიკულ ფაზაში იმყოფებიან.

ეკრანთან დროის გატარების გზამკვლევი

ბავშვის ასაკი

რეკომენდაციები

18 თვემდე

ძალიან მცირე დრო ეკრანთან ან საერთოდ მოვარიდოთ მას (გამონაკლისია საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრებთან სოციალური ქსელის მეშვეობით საუბარი)

18 თვიდან-2 წლამდე

თუ გადაწყვეტთ ციფრული მედიის გამოყენებას, შეეცადეთ აირჩიოთ საუკეთესო და უსაფრთხო პროგრამა.

2 წლიდან

შეამცირეთ დრო 1სთ-მდე ან ნაკლები, გამოიყენეთ მაღალი ხარისხის პროგრამები და აკონტროლეთ რას უყურებს ის

  • 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად დამტკიცდა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი რომელიმე ელექტრონულ მოწყობილობასთან, მით უფრო დაგვიანებული ხდება მისთვის ლაპარაკის სწავლა.

  • ტელევიზორთან დიდი დროის გატარება ზრდის ბავშვის ყურადღების მოკრებასთან, აზროვნების უნართან, კომუნიკაციასთან და სოციალურ-ემოციურ განვითარებასთან დაკავშირებულ რისკს.

  • მონიტორთან დროის გატარებამ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს 1 საათში ძილი უწევს, შესაძლოა გამოიწვიოს მისი აღგზნება და შეუშალოს ხელი ჩაძინებაში.

  • ტელევიზორის ყურება ან/და სხვა ტექნოლოგიური საშუალება იწვევს ფიზიკური აქტივობის შემცირებას, შემდეგ სრულიად შეწყვეტას მაშინ, როდესაც მასში ძალიან დიდი რაოდენობით რეკლამა გადის სხვადასხვა ტკბილეულისა და სწრაფი კვების საშუალებისა. ეს ყოველივე იწვევს ბავშვის საჭმლისადმი მიდრეკილების ზრდას, აქტივობის შემცირებასა და ჭარბწონიანობის რისკის ზრდას.

ჩამნაცვლებელი

შემდეგისთვის, სანამ გადაწყვეტთ მობილურის ან პლანშეტის მიცემას თქვენი ბავშვის გასართობად, გაიხსენეთ ალტერნატივები:

  • არაელექტრონული, აქტიური თამაშები

  • ფაზლები

  • კონსტრუქტორები

  • 0წიგნები

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს თქვენი და თქვენი პატარას თამაშსა და ინტერაქციას ელექტრონული მოწყობილობების იდეალური ჩამნაცვლებელია.

საოჯახო მედიის გამოყენების გეგმა

თქვენი შვილის ზრდისა და დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების პროცესში რთულია მისი ონლაინ და მის გარეთ არსებული, რეალური ცხოვრების დაბალანსება მოახდინოთ. იმისთვის, რომ გადაახარისხოთ ჯანსაღი მედია, შექმნილია ინტერაქტიული ხელსაწყო, რომელიც თითოეულ ოჯახს ინდივიდუალურად ერგება. ის ითვალისწინებს მედიის დროის გამომთვლელს, რომელიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორ ატარებს ბავშვი დროს.

რა თქმა უნდა არის მომენტები, როდესაც საჭიროა მონიტორთან დროის გატარება და მშობლებმაც კარგად იცით თუ რამდენად აუცილებელია ტექნოლოგიები ადამიანის ცხოვრებაში. ეს რჩევები დაგეხმარებათ პატარების სწორ აღზრდასა და მათათან დროის ხარისხიანად გატარებაში.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here