Home ორსულობა რა რისკები არსებობს სიმთვრალეში ნაყოფის ჩასახვისას

რა რისკები არსებობს სიმთვრალეში ნაყოფის ჩასახვისას

130
SHARE

ზოგადად ითვლება, რომ მამაკაცის სპერმა განაყოფიერებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნება. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში უმჯობესია, მამაკაცმა ალკოჰოლის მოხმარებისგან რამდენიმე კვირით თავი შეიკავოს.

რაც შეეხება საშიშროებას, სპერმატოზოიდები, რომლებიც სქესობრივ აქტში მონაწილეობენ, რამდენიმე დღით ადრე წარმოიქმნება და ამიტომ უშუალოდ ჩასახვის მომენტში ნასვამობა ამ მხრივ ნაკლებად საშიშია. ამასთან, დაზიანებულ სპერმატოზოიდს განაყოფიერების გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ჯანსაღს.

მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, არ არის გამორიცხული გარკვეული გავლენა ნაყოფის განვითარებაზე. ამის გაკონტროლება უნდა მოხდეს ორსულობის მიმდინარეობაში ექიმის მეთვალყურეობით. ორსულობის მე-11 კვირიდან შეიძლება ჩატარდეს ნაყოფის გენეტიკური სკრინინგი.

ცალსახად იმის თქმა, რომ ახალშობილი აუცილებლად რამე სახის პათოლოგიით დაიბადება, რა თქმა უნდა არ შეიძლება.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here