Home ორსულობა წონაში კლება მშობიარობის შემდეგ – რა უნდა ვიცოდეთ?

წონაში კლება მშობიარობის შემდეგ – რა უნდა ვიცოდეთ?

67
SHARE

მშობიარობის შემდეგ სასურველ ფორმაში ჩადგომა ყველასთის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა უმეტესობას მაინც გარკვეული ძალისხმევა სჭირდება წონის კორექციისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ის, თუ რამდენად მალე შეიძლება დავუბრუნდეთ სასურველ ფორმებს, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • როგორი წონა გქონდათ ორსულობამდე
  • რამდენი მოიმატეთ ორსულობისას
  • გენეტიკა

რაც უფრო ნაკლები წონა გქონდათ ორსულობამდე და რაც უფრო ნაკლები მოიმატეთ ორსულობისას, მით უფრო მეტია შანსი იმისა, რომ წონა ადვილად შეამციროთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სასურველი მიზნის მიღწევისათვის:

დრო ყველაფერია
მიეცით საკუთარ თავს ცოტა დრო. მშობიარობისთანავე წონის დაკლება ყოველთვის საუკეთესო გზა არ არის. სხეულს სჭირდება დრო, რათა დაუბრუნდეს ორსულობამდელ ჰორმონულ მაჩვენებელს, სისხლის მოცულობას და წყლის მოცულობას. ამ ყველაფერს  შესაძლოა, 12 კვირაზე მეტი დასჭირდეს, თუკი მკაცრად განსაზღვრავთ საკვების კალორიულობას და ივარჯიშებთ სისტემატურად.
კალორიების შემცირება
არსებობს 2 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შევამციროთ კალორიების რიცხვი მშობიარობისთანავე. პირველი: კალორიების ნორმალური რაოდენობა საჭიროა ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის, განსაკუთრებით, საკეისრო კვეთისას. მეორე: ორგანიზმს ესაჭიროება დამატებითი კალორიები რძის წარმოქმნისათვის.
აუცილებელი კალორიები
დედიკოებმა, რომლებმაც ეს-ესაა იმშობიარეს, უნდა მიიღონ მინიმუმ 1500 კკალ იმისათვის, რომ ორგანიზმი ჯანმრთელი დარჩეს და გაუმკლავდეს მშობიარობის შემდგომ ცვლილებებს.
ძუძუთი კვება და კალორიების დაწვა
ძუძუთი კვებისას იწვება დაახლოებით 400-500 კკალ დღეში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს წონაში კლებას. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ძალიან ბევრს მიირთმევთ, წონაში კლება ნაკლებად მოხდება.
ვარჯიში
თუ თქვენი პატარა უკვე 6 კვირისაა, თქვენ ექიმთან ყველანაირი კონსულტაცია გავლილი გაქვთ და თქვენი ორგანიზმი ჯანსაღია, შეგიძლიათ დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ორსულობისას საერთოდ არ გივარჯიშიათ, ვარჯიში დაიწყეთ ნაკლები დატვირთვით და ინტენსივობა დროთა განმავლობაში გაზარდეთ.
მნიშვნელოვანია ღამით კარგად დასვენება
უკანასკნელი მეცნიერული კვლევებით, დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღამით კარგად დასვენება. ეს დადებითად აისახება მის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე, რაც, შესაბამისად, ხელის შემწყობი ფაქტორია წონაში კლებისათვის.
ე.წ. „ტრენაჟორები“
მათი გამოყენება, ბავშვის დაბადებიდან მცირე დროში არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით ეს ეხებათ იმ დედებს, ვისაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდათ. აუცილებლობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ სპეციალისტს.
წონის საკორექციო მედიკამენტები
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება.
ხშირად კვება დღის განმავლობაში
დღის განმავლობაში საკვების ხშირად და მცირე ულუფების მიღება საუკეთესო საშუალებაა მეტაბოლიზმის გასაზრდელად, მადის დასათრგუნველად და შესაბამისად, წონის შესამცირებლად.
სწორი საკვების რაოდენობის ზრდა
შეიტანეთ რაციონში რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ბოსტნეული და ხილი. მიირთვით შვიის ფანტელი (ე.წ. ჰერკულესი). ეს 3 პროდუქტი ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, ვისაც წონაში კლება უნდა

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here