Home სიახლე სკოლის მოსწავლე გაკვეთილზე მარიხუანას მოწევის გამო ცუდად გახდა

სკოლის მოსწავლე გაკვეთილზე მარიხუანას მოწევის გამო ცუდად გახდა

3979
SHARE

შემთხვევა სოფელი  კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში 30 ოქტომბერს მოხდა, როგორც სკოლის დირექცია აცხადებს მეცხრეკლასელი სკოლის მოსწავლე სკოლაში (ნარკოტიკული თრობის ) მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გაკვეთილზე გონება დაკარგა.

არასრულწლოვანს მარიხუანა  სკოლის ეზოში მყოფმა ეგრეთწოდებულმა შავმა ბიჭებმა მოაწევინეს, ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანის ჯანმრთელობა გაუარესდა  და გონება დაკარგა, იგივე პირებმა არ მისცეს სკოლის ადმინისტრაციას საშუალება სკოლის მოსწავლე გადაეყვანათ ახლომდებარე საავადმყოფოში ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახებინათ.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან სკოლის ადმინისტრაციას ადგილობრივი “შავი გაგების” პირები დაუპირისპირდნენ და დაემუქრნენ ფაქტი არ გასაჯაროვებინათ. უფრო მეტიც, მაშინ როცა დირექტორმა გადაწყვიტა საკუთარი ავტომობილით გადაეყვანა მოსწავლე საავადმყოფოში, სამედიცინო დახმარებაზე უარი თავად არასრულწლოვანის ახლო ნათესავებმა  განაცხადეს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით ფაქტს არ უარყოფს სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები.  – რომელებიც აცხადებს რომ ეს პირველი შემთხვავა არაა და მაღალკლასელებში გახშირებულია მარიხუანას მოხმარება, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია.

წყარო:https://newsweekadjara.com/

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here