Home სიახლე ლანჩხუთში 2 წლის ბავშვმა წნევის წამალი დალია

ლანჩხუთში 2 წლის ბავშვმა წნევის წამალი დალია

537
SHARE

ლანჩხუთში 2 წლის ბავშვმა წნევის წამალი დალია, ის რთულ მდგომარეობაში ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს.

ბავშვს პირველადი დახმარება პედიატრმა ნონა წილოსანმა აღმოუჩინა, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

“ამ ბავშვის მშობლებს კიდევ ერთი შვილი ჰყავთ, ერთი წლის. დედა ბავშვებთან ერთად მარტო ყოფილა სახლში. უმცროსი დასაძინებლად გაუყვანია, ეს თამაშობდა, უპოვია სადღაც ყუთში ეს წამლები და დაულევია. სხვათა შორის, ძალიან ძლიერი პრეპარატია, რომელიც მაღალი წნევის დროს მიიღება. არ იციან რამდენი აბი გადაყლაპა, რომ გამოსულა დედა და დაუნახავს ბავშვი, რამდენიმე ცალი პირიდან გადმოაყრევინა. ბავშვი თვითდინებით შემოიყვანეს, აქ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. აღენიშნებოდა დაბალი წნევა, სუსტი პულსი, იმყოფებოდა პრეპარატის ინტოქსიკაციის ქვეშ. გამოვიძახეთ რეანომობილი და გადავიყვანეთ ინაშვილის კლინიკაში. ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. დღეს დილითაც ველაპარაკე ექიმს და ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, სავარაუდოდ ხვალ ბინაზე გამოწერენ”- განაცხადა „მედალფას“ ექიმმა.

შემთხვევა სოფელ ნიგვზიანში გუშინ მოხდა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here