Home Uncategorized რუსთავში მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ

რუსთავში მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ

2809
SHARE

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 წლამდე გოგონას, 50 წლამდე მამაკაცი, რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სისტემატური თვალთვალის შემდეგ, მამაკაცი გოგონას აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა.

ადგილობრივები “ინფო რუსთავთან” ყვებიან რომ, მამაკაცი საღამოს საათებში, გოგონას, მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, მამაკაცმა, გოგონას ხელი გადახვია, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, არავინ გაიგებსო უთხრა და სანაცვლოდ რაღაცების ყიდვას დაჰპირდა. გოგონამ ამის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, რის შედეგადაც მამაკაცს ჩაუსაფრდენენ და მისი დაჭერა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დადგენილია პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები”.

წყარო: http://brandnews.ge/index.php

Banner 5

1 COMMENT

  1. Es garewrebi unda daisajon iseti sasjelit ROM sxvebma vegar gabedon ,aranairi tsixe amat ar gamoasworebs,gamovlen da igives chaidenen ,tsixe ra gamosasworebeli adgilia?????

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here