Home კვება სალათა “გვირგვინი” საახალწლო სუფრისთვის

სალათა “გვირგვინი” საახალწლო სუფრისთვის

297
SHARE

“საშობაო გვირგვინი” – ასე ჰქვია სალათას, რომელიც საახალწლო სუფრას გაგილამაზებთ. თუ ერთ ინგრედიენტს – მწყრის კვერცხს ამოიღებთ, იგი შეიძლება სამარხვოდაც ჩაითვალოს. სოუსად კი შეგიძლიათ ჰუმუსი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის ბროკოლი;
  • 100 გრამი ჩერი;
  • 1/2 წითელი და 1/2 ყვითელი ტკბილი წიწაკა;
  • 10 ცალი მწყრის კვერცხი;
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, კამა და წიწმატი მოსართავად.

სოუსისთვის: 200 გრამი არაჟანი, სუნელები და მარილი ან სვანური მარილი.

მომზადება:

ბროკოლი ყვავილებად დაშალეთ და გრილზე ან ორთქლზე მოამზადეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ სანელებლები.

სოუსისთვის: არაჟანში გახსენით სანელებლები, დაუმატეთ კამა.

მორთვა: აიღეთ ბრტყელი, დიდი თეფში. შუაში მოათავსეთ სოუსის ფიალა. გარშემო შემოუწყვეთ ინგრედიენტები. ტკბილი წიწაკისგან გამოჭრილი ბაფთით, ვარსკვლავებითა და წიწმატით მორთეთ სალათა.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here