Home კვება მოუმზადეთ ბავშვებს შოკოლადი საკუთარი ხელით – მარტივი და სასარგებლო რეცეპტი

მოუმზადეთ ბავშვებს შოკოლადი საკუთარი ხელით – მარტივი და სასარგებლო რეცეპტი

464
SHARE

შოკოლადი- ტკბილეული რომელიც ყველა ბავშვს უყვარს. მაგრამ ნამდვილად ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტის შეძენა დღეს არც ისე მარტივია. შეგიძლიათ შოკოლადი სახლში მოამზადოთ, რეცეპტი მარტივია!

თქვენ დაგჭირდებათ:
– 100 გ კაკაო-ფხვნილი
– 50 მლ ნაღები (ცხიმიანობა- 15-20%)
– 2 ს/კ შაქრის პუდრი
– 50 გ ნაღების კარაქი
– ვანილის შაქარი, ქიშმიში, ნიგოზი, დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ნაღები ნელ ცეცხლზე გაათბეთ, არ აადუღოთ. დაამატეთ შაქრის პუდრი და ვანილის შაქარი, შემდეგ კი, კარაქი და დარიჩინი.

2. მიღებული ნარევი პატარა პორციებით კაკაოს დაასხით და კარგად მოურიეთ- მასა ერთგვაროვანი კონსისტენციის უნდა იყოს.

3. მიღებული ნარევი წყლის აბაზანაზე გაათბეთ, ამ ეტაპზე შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში და ნიგოზი. შოკოლადი ფორმებში გადაასხით და მაცივარში ჩადეთ.

თუ თქვენს პატარას რეცეპტში შემავალ კომპონენტებზე ალერგია არ აქვს, შეგიძლიათ ეს დესერტი მოუმზადოთ.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here