Home სიახლე მამუკა ბახტაძემ 13 წლის გიდს „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა

მამუკა ბახტაძემ 13 წლის გიდს „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა

300
SHARE

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე 13 წლის გიდს, გიორგი ქოჩქიანს „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა.

13 წლის გიორგი უშგულში ცხოვრობს. მან ოთხი ენა იცის და სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გიდობას უწევს.

„მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა, წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ბახტაძემ.

როგორც  გიორგი ქოჩქიანმა აღნიშნა, მთაში ცხოვრება ყველა ადამიანისთვის საამაყოა.

„მე მთის მცხოვრები ვარ. მთაში ცხოვრება ყველა ადამიანისთვის საამაყოა, მთაში ცხოვრება არის სუფთა ჰაერი, არავითარი გამონაბოლქვი იქ არ არის და ძლიან ბევრი ტურისტია, დიდ მადლობას ვუხდი ყველას”, – განაცხადა ქოჩქიანმა. აღნიშნულ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here