Home სიახლე მეცნიერთა დასკვნა: ძილის მკაცრი რეჟიმი კარგი აღნაგობის საწინდარია

მეცნიერთა დასკვნა: ძილის მკაცრი რეჟიმი კარგი აღნაგობის საწინდარია

953
SHARE

თუ ბავშვს ყოველდღე მკაცრად ერთსა და იმავე დროს დააწვენთ დასაძინებლად, უკეთ შეძლებთ მისი წონის გაკონტროლებას, წერს The Daily Mail-ი პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაზე დაყრდნობით. გამოცემა განმარტავს, რომ სწავლულების აზრით, ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები დღის მკაცრ რეჟიმს არ უდგენენ, ზრდასრულ ასაკში ყველაზე მეტად არიან მიდრეკილები ჭარბწონიანობის მიმართ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კვლევაში 5 წლის ასაკის 2000 ბავშვი ჩართეს. როდესაც მათი ძილის რეჟიმის მიხედვით დაჯგუფება მოისურვეს, გაირკვა, რომ ბავშვებიდან მხოლოდ ყოველი მესამე ცხოვრობდა ასაკისთვის ადეკვატური რეჟიმით.

კვლევა ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც „მცურავი გრაფიკით“ ცხოვრობდნენ, ანუ არ ჰქონდათ ასაკისთვის შესაფერისი რეჟიმი, 15 წლისთვის სხეულის მასის მაღალი ინდექსით გამოირჩეოდნენ.

პედიატრები მშობლებს შეახსენებენ, რომ, გაღვიძების დროიდან გამომდინარე, 5 წლის ბავშვი დასაძინებლად დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის უნდა წვებოდეს, ხოლო 12 წლისა – 9-დან 10 საათამდე პერიოდში.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here