Home სიახლე “მინ­და, ჩემს ყო­ფილ ცოლს დე­დო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვას” – დედამ 3 თვის შიშველი...

“მინ­და, ჩემს ყო­ფილ ცოლს დე­დო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვას” – დედამ 3 თვის შიშველი ბავშვი აივანზე დატოვა

855
SHARE

რუ­სეთ­ში დე­დამ სამი თვის ბავ­შვი ტან­საც­მლის გა­რე­შე აი­ვან­ზე გა­იყ­ვა­ნა. რად­გან, მისი თქმით, ჩვილ­მა ტი­რი­ლით „თავი მო­ა­ბეზ­რა“.

„დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელი­ზა­ვე­ტა კლი­მო­ვამ ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი აი­ვან­ზე და­ტო­ვა, მა­ნამ­დე კი მას ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღო და ყო­ფილ ქმარს, ბავ­შვის მა­მას გა­და­უგ­ზავ­ნა.

ალექ­სან­დრ პოტ­რი­ა­სოვს კლი­მო­ვამ მოს­თხო­ვა, მი­სუ­ლი­ყო მას­თან და ბავ­შვის­თვის მი­ე­ხე­და, რად­გან მას ძა­ლი­ან მო­ა­ბეზ­რა თავი. აი­ვან­ზე კა­ლა­თით და­ტო­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის სუ­რა­თე­ბი პოტ­რი­ა­სოვ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა.

„მინ­და, ჩემს ყო­ფილ ცოლს დე­დო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვას. და­ვი­ღა­ლე იმა­ზე ფიქ­რით, რომ მან შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი აი­ვან­ზე გა­ყი­ნოს,“ – გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის მა­მამ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან.

ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ კი კლი­მო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ პოტ­რი­ა­სოვ­მა ბავ­შვთან ერ­თად მარ­ტო და­ტო­ვა, არც ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა. კლი­მო­ვას მე­ზობ­ლის თქმით, პოტ­რი­ა­სოვ­მა ცოლი მშო­ბი­ა­რო­ბი­დან მა­ლე­ვე და­ტო­ვა და სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და და­შო­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი პო­ლი­ცი­ამ შე­ის­წავ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, გა­არ­კვი­ეს, რომ ფო­ტო­ე­ბი ოქ­ტომ­ბერ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა ექი­მებ­მა შე­ა­მოწ­მეს და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

დედა მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის არა­სა­თა­ნა­დოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის და­ა­ჯა­რი­მეს.

„დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში ბა­ლა­კო­ვო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა, შე­საძ­ლოა, 0-ს ქვე­მო­თაც იყოს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here