Home მედიცინა რა არის დისლექსია და რისი გაკეთება შეგიძლიათ ასეთ დროს თქვენი შვილისთვის

რა არის დისლექსია და რისი გაკეთება შეგიძლიათ ასეთ დროს თქვენი შვილისთვის

138
SHARE

დისლექსია არის სწავლის უნარის დაქვეითება. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ დისლექსია, უჭირთ სწრაფად და გამართულად კითხვა. მათ ასევე, შესაძლოა ჰქონდეთ წერისა და წაკითხულის გააზრების პრობლემა.

ეს მიმოხილვა დაგეხმარებათ, გასცეთ ძირითად კითხვებს პასუხი და ღრმად ჩაიხედოთ საკითხში. თუ ეჭვობთ, რომ თქვენს შვილს აქვს დისლექსია, გაგაცნობთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ.

გაურკვეველია, ბავშვების რამდენ პროცენტს აქვს დისლექსია. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი მერყეობს 5-დან 10%-მდე.

დისლექსიამ შესაძლოა სხვა უნარებიც დააქვეითოს:

  • წაკითხულის გააზრება
  • წერა
  • მათემატიკა
  • გამოთქმა

ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ დისლექსია შესამჩნევია ვიზუალურად, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დისლექსია გავლენას ახდენს სწავლის პროცესზე და არა ინტელექტზე. ბავშვები ამ პრობლემით ისეთივე ჭკვიანები არიან, როგორც მათი თანატოლები. უამრავმა ადამიანმა მოახერხა დისლექსიასთან შებრძოლება და შესანიშნავი კარიერის მოწყობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ბავშვს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რათა გაუმკლავდეს გამოწვევებს.

დისლექსიის ნიშნები და სიმპტომები

დისლექსიის სიმპტომები ბავშვებში ინდივიდუალურია. თუმცა მთავარი ნიშანი არის სიტყვების დეკოდირების უუნარობა. სიტყვების დეკოდირება ნიშნავს ბგერებისა და ასოების ერთმანეთთან დაკავშირების საფუძველზე სწრაფად და გამართულად წაკითხვას.

ერთადერთი გზა, იმის დასადგენად, აქვს თუ არა თქვენს შვილს დისლექსია, არის მის მთლიან სწავლის პროცესზე ყურადღებით დაკვირვება. ასევე თვალი ადევნეთ სასკოლო შეფასებებს. ხოლო თუ გაგიჩნდებათ ეჭვი, მიიყვანეთ პედიატრ ნეიროფსიქოლოგთან, რომელიც ეჭვის დადასტურების შემდეგ მოგცემთ სპეციალურ სავარჯიშო ტესტებს ბავშვისთვის. ასევე, შესაძლოა, თქვენმა შვილმა სკოლაში მიიღოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა.

სპეციალისტები, რომლებიც თქვენს შვილს 0დაეხმარებიან:

  • კითხვის სპეციალისტი
  • მეტყველების სპეციალისტი
  • ბავშვის ფსიქოლოგი
  • ბავშვის ნეიროფსიქოლოგი
  • სპეციალური განათლების მასწავლებლები

რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ბავშვისთვის:

თქვენი ბავშვისთვის თქვენ პირველი მხარდამჭერი ხართ. თქვენ შეგიძლიათ, მას მისცეთ მოტივაცია, რომ სკოლასა და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. თქვენ შეგიძლიათ:

  • მისცეთ ვიზუალური მინიშნებები, როგორ დაიმახსოვროს სიტყვები
  • იპოვეთ ინდივიდუალური გზა, როგორ შეძლოს წაკითხულის გააზრება
  • დაეხმარეთ, რომ ყოველდღიური ვარჯიშით შეძლოს ბგერებისა და ასოების ერთმანეთთან დაკავშირება
  • ინტერნეტში მოძებნეთ ისეთი აპლიკაციები, რომელიც კითხვაში დაეხმარება
  • მოიძიეთ აუდიო წიგნები.

 

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შვილის პირველი მხარდამჭერი თქვენ ხართ, იზრუნეთ მის მოტივაციაზე ყოველდღიურად.

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here