Home სხვადასხვა “თოვლის პაპა ჩვენთან რატომღაც მაინც არ მოდის, ჩვენ არასდროს მიგვიღია საჩუქრები”…

“თოვლის პაპა ჩვენთან რატომღაც მაინც არ მოდის, ჩვენ არასდროს მიგვიღია საჩუქრები”…

104
SHARE

გიორგი 14 წლისაა, ანი – 11 წლის, გოგი- 7 წლის, საბა- 4 წლის, ხოლო ანდრიას ამასწინათ 2 თვე შეუსრულდა. მათ ხშირად აკლიათ ნორმალური კვება, ტანსაცმლის უქონლობის გამო აცდენენ გაკვეთილებს, არ აქვთ სათანადო მკურნალობა… ეს ბავშვები მოკლებულნი არიან სათამაშოებს, გართობას, წიგნებს და საღამოებს ელექტროღუმელთან ატარებენ. თუ მშობლები ვერ გადაიხდიან სინათლის ფულს, მაშინ ეს „სიამოვნებაც“ აღარ ექნებათ!

„ჩვენ გვჯერა თოვლის პაპის – გვითხრეს ბავშვებმა. კარგად ვიქცევით, მშობლებს ვუჯერებთ, ვეხმარებით მოხუც მეზობელს პურის მოტანაში… მაგრამ თოვლის პაპა ჩვენთან რატომღაც მაინც არ მოდის, ჩვენ არასდროს მიგვიღია საჩუქრები…თუ ვინმე კამფეტს გვაჩუქებს, სამ ნაწილად ვყოფთ, გიორგი დიდია და ჩვენ გვითმობს, ხოლო ანდრიასთვის არ შეიძლება ჯერ…“.

ზურაბ ტივაძე, ბავშვების მამა, სასოწარკვეთაშია. ადრე მას ჰქონდა ავეჯის სარემონტო საამქრო, ჰყავდა ავტომობილი, გააჩნდა შემოსავალი, მაგრამ ყველაფერის გაყიდვა მოუწია, რომ ბავშვებისთვის საკვები და წამალი ეყიდა. აი, რას გვიყვება ზურაბი: „მე მეუღლემ მიმატოვა. მაშინ მის სახლში ვცხოვრობდი, სამ შვილთან ერთად გადავბარგდი ბებიასთან, რომელიც წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს… შემდეგ გავიცანი ჩემი ოცნების ქალი, შევირთე ის ცოლად, ვიშვილე მისი ვაჟი… ნატალია გახდა ჩემი შვილებისთვის მზრუნველი დედა, მე კი ჩემი მხრიდან ყურადღებას არ ვაკლებ მის ბიჭს… ორიოდე თვის წინ კი საერთო ვაჟი შეგვეძინა! ჩვენ არავინ გვეხმარება. მესმის, რომ ყველას თავისი პრობლემები აქვს….ამიტომ მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს“.

მეგობრებო, მოდით გავუმაგროთ მრავალშვილიან მამას რწმენა! მოდით დახმარების ხელი გავუწოდოთ ამ ოჯახს, არ დავტოვოთ ისინი ყურადღების გარეშე.

შემოწირულობა პამპერსის, საკვების და საოჯახო ნივთების საყიდლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტივაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here