Home განათლება როცა მშობლები ერთად შვილების გამო რჩებიან – რა გავლენას ახდენს ასეთი ურთიერთობა...

როცა მშობლები ერთად შვილების გამო რჩებიან – რა გავლენას ახდენს ასეთი ურთიერთობა ბავშვებზე

379
SHARE

„ერთმანეთი უნდა დააფასოთ, ის თქვენს ნაწილად მიიჩნიოთ და გიყვარდეთ სიკვდილამდე“, – ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზებს ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს ეუბნებიან. ამ სიტყვებმა თანამედროვე ეპოქაში ძალა დაკარგეს და ასე ცხოვრება ძალიან რთული გახდა.

ქორწინების დიდი ნაწილი მთელ მსოფლიოში დღეს განქორწინებით სრულდება.

ზოგიერთი განქორწინების გადაწყვეტილებას მარტივად იღებს, თუმცა ზოგი წყვილისთვის ეს რთულია, განსაკუთრებით შვილების გამო.

პასუხისმგებლობა, რომელიც მშობლებს შვილებისადმი აქვთ და სურვილი, რომ მათ ნორმალურ განვითარებას ხელი არ შეეშალოთ, მშობლებს აიძულებს ერთად დარჩენა გადაწყვიყტონ – „ბავშვების გამო“. არის კი ეს მართებული გადაწყვეტილება?

გთავაზობთ იმ სამ შედეგს, რომელსაც ასეთ შემთხვევაში მშობლები და შვილები იღებენ:

1. შვილი სწავლობს მშობლის მაგალითით – და რა მაგალითს აძლევთ? – ის ხედავს, რომ ერთმანეთს არ ენდობით და უბედურები ხართ, არაჯანსაღი ურთიერთობა გაქვთ. ვერ ხედავს მშობლებს შორის სიყვარულსა და პატივისცემას. მისი ქცევები, ჩვევები სწორედ თქვენგან, თქვენი მაგალითით ყალიბდებდა. ის მალე უპატივცემულობას გამოავლენს არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ მშობლების მიმართაც და არ გაგიკვირდეთ – ეს თქვენგან ისწავლა.

2. უკმაყოფილება, მძიმე გარემო, რომელიც სახლშია, ყველაზე ახდენს გავლენას – კონფლიქტი, პრობლემები მხოლოდ თქვენ და თქვენს მეუღლეს არ გეხებათ. როცა ბავშვი ხედავს არასრულყოფილ ურთიერთობებს, ის თავის თავსაც არასრულყოფილად მიიჩნევს და პრობლემებს ახსნას ვერ უძებნის.

მას სტანჯავს შინაგანი კონფლიქტი და ოჯახში არსებულ უთანხმოებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. მშობლები ამ დროს ვერც იგებენ რა ხდება და რა აწუხებს რეალურად ბავშვს. ასეთი ბავშვები იმედგაცრუებულები არიან და მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები უყალიბდებათ.

3. თქვენი შვილები გამუდმებულ ოჯახურ კონფლიქტში იზრდებიან – ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბავშვები ვერ ხვდებიან მშობლებს შორის არსებულიუთანხმოების შესახებ და ეს ასე არ არის. ისინი ხედავენ ყველაფერს, ისმენენ მშობლების არგუმენტებს. მათ შესანიშნავად შეუძლიათ ემოციური და ლოგიკური არგუმენტების გამიჯვნა ერთმანეთისგან. ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან პრობლემების მიმართ. ასეთ დროს მათი ფსიქიკა მთლიანად ინგრევა და განვითარებაში, ნორმალურ ცხოვრებაში ყოველივე ხელს უშლით. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი ასაკის შესაბამისი სირთულეები ჰქონდეთ, ისინი თქვენი გაუთავებელი კონფლიქტების მსხვერპლნი არიან და მხოლოდ ამ საკითხზე ფიქრობენ.

მშობლებს შვილებისთვის საუკეთესო სურთ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ, თუ საკუთარი თავისთვისაც საუკეთესოს არ მოინდომენ. ერთად დარჩენა ბავშვების გამო, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახის ყველა წევრს უბედურს ხდის, მათ შორის, შვილებს. ბავშვისთვის უკეთესია ბედნიერ, ჯანმრთელ და მარტოხელა მშობელთან ცხოვრება, ვიდრე უბედურ წყვილთან, რომლებიც გამუდმებით ჩხუბობენ.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here