Home განათლება რატომ და რით არის სასარგებლო მსხალი

რატომ და რით არის სასარგებლო მსხალი

34
SHARE

ზოგს ჰგონია, რომ მსხალში შაქრის გარდა სასარგებლო არაფერია. სინამდვილეში ასე არ არის! მართალია C და A ვიტამინის შემცველობით მსხალი ბევრად ჩამორჩება ვაშლს, მაგრამ B9 ვიტამინის (ფოლიუმმჟავას) მარაგით ის შავ მოცხარსაც კი მოიტოვებს უკან. B9 ვიტამინი დიდ როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში. ამის კვალობაზე მოზარდ ორგანიზმს ის განსაკუთრებულად ესაჭიროება. გარდა ამისა მსხალი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო და კაპილარების გამამაგრებელი თვისებებით გამოირჩევა.

ყველამ იცის, რომ წითელი მოცვისა და დათვის კენკრას ფოთოლს თირკმელებისა და საშარდე გზების ანთებითი პროცესების დროს გამოხატული სამკურნალო ეფექტი აქვს. თურმე იმავე სასარგებლო ნივთირებებს შეიცავს მსხალიც. სამკურნალო ეფექტი აქვს არა მხოლოდ ცოცხალ ნაყოფს, არამედ მის ჩირსაც. მსხლის ჩირის ნახარში ეფექტურია ფაღარათისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here