“ჩვენ ყველანი ბავშვებზე ვართ კონცენტრირებული “- აღზრდის მეთოდები ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამისგან

    59
    SHARE

    კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი სამი შვილის მშობლები არიან. პრინცი ჯორჯი ოთხი წლისაა, შარლოტა – ორის, ხოლო პატარა ლუისი სამი თვის. მათ ხშირად უწევთ საჯარო სივრცეში თავიანთ პატარებთან ერთად გამოჩენა.

    პრინცესა შარლოტი და პრინცი ჯორჯი ხშირად ექცევიან კამერების ობიქტივში და მედიის ყურადღების ცენტრში. გარდა ამისა, ქეითს კამერების წინ უწევს ხოლმე თავისი დედობრივი ინსტინქტების გამოჩენა, ბავშვებზე ზრუნვა, ატირებული ჯორჯისა და შარლოტის დამშვიდება, რასაც ის ყოველთვის წარმატებით ახერხებს.

    შესაძლოა ფიქრობთ, რომ რადგანაც ისინი სამეფო ოჯახის წარმომადგენლები არიან, შვილებს განსხვავებულად ზრდიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი მყარად დგანან მიწაზე და ცდილობენ შვილები თანამედროვე ცხოვრების შესაბამისად აღზარდონ.

    უილიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ 4 წლის ჯორჯი პეპა გოჭის ფანია, თუმცა ბოლო დროს მეხანძრე სემითაც დაინტერესდა. „ჩვენ ყველანი ბავშვებზე ვართ კონცენტრირებული და განსაკუთრებით ჯორჯზე, რადგანაც თუ ხედავს, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ, ძალიან მოწყენილია, ხოლო შემდეგ ყურადღების მისაპყრობად ყველაფერს აკეთებს“, – ამბობს უილიამი.

    ქეით მიდლტონი პროფესიით ხელოვნების ისტორიის სპეციალისტია და მას ძალიან უყვარს დროის გატარება მუზეუმებში, სადაც უმეტეწილად შვილებთან ერთად დადის. როგორც ქეითი ამბობს, პატარა ჯორჯი ძალიან იხიბლება გამოფენებით და იქ თავს მოწყენილად არასოდეს გრძნობს. ქეითის თქმით, ჯორჯს განსაკუთრებით სამ განზომილებიანი სკულპტურები მოსწონს.

    ქეითი ასევე ჯორჯს სამზარეულოში რაღაცების მომზადებას ასწავლის. მართალია, სამზარეულო ბოლოს თავდაყირაა, თუმცა საჭმელების მომზადებაც პატარა პრინცის საყვარელი საქმიანობაა. რას აკეთებს ქეითი, როცა საჯარო სივრცეში ბავშვები მოწყენილები არიან, როცა არ მოსწონთ პომპეზურ წვეულებებზე ყოფნა, უბრალოდ ბავშვური გართობა სურთ, ცელქობენ, ან ტირილს იწყებენ?

    დაამშვიდო ასეთ დროს ბავშვი, შეინარჩუნო სიმშვიდე, საკმაოდ დიდი გამოწვევაა, თუმცა ქეით მიდლტონი ჯერჯერობით ამ საქმეს თავს იდეალურად ართმევს. ხშირად გვინახავს, როგორ ესაუბრებიან ქეითი და უილიამი ატირებულ შვილებს. ამ დროს ისინი ჰპირდებიან საყვარელი შოკოლადის, ან საყვარელი ნამცხვრის ყიდვას და ხშირ შემთხვევაში, ეს საკმარისია ხოლმე, რომ ბავშვები დამშვიდდნენ და ჩვეულ ფორმაში ჩადგნენ.

    „ჯორჯი ძალიან ქაოსურია, ყველაფერს ანგრევს“, – ამბობს ქეითი.

    უილიამი, ქეითი და ასევე პრინცი ჰარი ატიურად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ ბავშვების მენტალურად სწორად აღზრდის თვალსაზრისით. სამივე მათგანს კონსულტაციას უწევს ფსიქოლოგი, ასწავლის ბავშვებთან ურთიერთობას და აძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა, თუ იმ სიტუაციაში.

    „მე და კეტრინი ვცდილობთ, რომ შარლოტა და ჯორჯი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სწორად აღვზარდოთ. ვცდილობთ, მათ მივცეთ ემოციების და გრძნობების გამოხატვის საშუალება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს უილიამი.

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები. მათ ჰყავთ კოკერ სპანიელი ლუდო და ზაზუნა მარვინი და მათთან ერთად ხშირად თამაშობენ.

    უილიამის თქმით, შარლოტას ძალიან მოსწონს ცხენით ჯირითი.

    პრინცი უილიამი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და ამბობს, რომ გოგონას ფეხბურთელობის ნიჭი აქვს. „ის უკეთესი ფეხბურთელია ვიდრე ჩემი ძმა, ჰარი“, – ხუმრობს პრინცი და დასძენს, რომ არ არის გამოირცხული შარლოტი ინგლისის ქალ ფეხბურთელთა გუნდშიც ვიხილოთ.

    Banner 5
    SHARE

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here