Home კვება როგორ მოვამზადოთ მაწონი სახლში – ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტის რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ მაწონი სახლში – ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტის რეცეპტი

77
SHARE

სუპერმარკეტების დახლები მაწვნითა და სხვა რძის პროდუქტებით სავსეა, თუმცა სახლში დამზადებულ პროდუქტს მაინც ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ნამდვილად გეცოდინებათ, რომ ნატურალურ რძეს იყენებთ. შედედებისას კი ზუსტად დაიცავთ იმ დროს, რაც ფერმენტების იდეალური რაოდენობის გამრავლებისთვის არის საჭირო. მით უმეტეს, თუ სოფელში ისვენებთ, სადაც ზაფხულობით რძე ყველაზე იაფი, ხელმისაწვდომი და სასარგებლო პროდუქტია, რატომ არ უნდა ისარგებლოთ ბოლომდე ამ სიკეთით.

დაგჭირდებათ: ანადუღარი რძე და 1 ჩაის კოვზი მაწონი (ე.წ. მაწვნის დედა)

მომზადება:
*რძე უნდა იყოს თბილი და არა ცხელი, დაახლოებით, 37-38 გრადუსი.

თუ თერმომეტრით ვერ გაზომავთ, ნეკა თითით შეამოწმეთ. სითხემ თითზე არც უნდა “გიკბინოთ”, არც შეგრილებული უნდა იყოს (ზედმეტად ცხელი ყვითელ, წყალივით სითხეს გაიკეთებს, შეგრილებული კი სათანადოდ არ შესქელდება). კარგი თბილი უნდა იყოს, რომელშიც მოათავსებთ მაწვნის დედას და კოვზით კარგად აურევთ. თუ ნახევარლიტრიან ქილაში ამზადებთ, ნახევარი ჩაის კოვზიც კმარა, ლიტრიანი ქილისთვის მთელი კოვზია საჭირო.

*ნუ დააფარებთ პლასტმასის სახურავს მჭიდროდ. სჯობს, ქაღალდის ხელსახოცით მოუკრათ თავი. შეფუთეთ თბილად, ოღონდ ისეთი ადგილი შეურჩიეთ, სადაც ქილა გაუნძრევლად იდგება.
*დააყოვნეთ 3 საათის განმავლობაში. დროის ამ მონაკვეთში რძეში ფერმენტების რაოდენობა იდეალურ ნორმას აღწევს. 3-საათიანი მაწონი ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო შემადგენლობის პროდუქტად მიიჩნევა (თუმცა ოდნავი გადაცილებითაც არაფერი დაშავდება), უფრო ხანგრძლივი დროითაც შეიძლება გადააცილოთ და მთელი ღამეც კი დატოვოთ – მაწონს მაინც მიიღებთ, მაგრამ მასში უკვე მჟავა ბაქტერიები ჭარბად იქნება და პროდუქტსაც მომჟავო გემო მიეცემა.
*გახსნილი მაწონი ცოტა ხნით გარეთ გააჩერეთ, შემდეგ კი მაცივარში შედგით მინიმუმ 8 საათით.

ამის შემდეგ მაწვნის გამოყენება თვეების ბავშვისთვისაც შესაძლებელია.

რჩევა: შესადედებლად გამოიყენეთ მხოლო მინის ან ემალირებული ურჭელი (პლასტმასის ან ალუმინის ჭურჭელი არ გამოგადგებათ).

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here