Home სიახლე პრინცი უილიამი: მას მერე, რაც მამა გავხდი, გამიჭირდა ემოციებთან გამკლავება

პრინცი უილიამი: მას მერე, რაც მამა გავხდი, გამიჭირდა ემოციებთან გამკლავება

337
SHARE

როდესაც გიჩნდებათ შვილები, თქვენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ იცვლება.

პრინცმა უილიამმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას სამუშაო ადგილზე. გაიხსენა წლები, როდესაც მუშაობდა სანიტარული ავიაციის პილოტად და აღიარა, რომ საკუთარი შვილების გაჩენის შემდეგ რთული სამსახური ტვირთად აწვებოდა მას. მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც მამა გახდა, გაუჭირდა ემოციებთან გამკლავება. ეს განსაკუთრებით ხდებოდა მაშინ, როდესაც უწევდა ბავშვების ტრავმების შემთხვევის ადგილზე გაფრენა. “ჭკუიდან გადავყავდი იმაზე ფიქრს, რომ ჩემი სამსახური დაკავშირებული იყო სხვა ადამიანების პირად ცხოვრებასთან. ვგრძნობდი იმას, რასაც ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას. თითოეული ოჯახის განსაცდელი გულთან მიმქონდა და მოწყენილობა მიპყრობდა. ის ემოცია რჩებოდა მაშინაც, როდესაც სამსახური მთავრდებოდა. რა თქმა უნდა, არ ვყვებოდი ოჯახში სამსახურში მომხდარ ამბებს, რადგან არ მინდოდა დამემძიმებინა ისინი”, – ამბობს ინტერვიუში (ჟურნალ People-ში) უილიამი.

თავისი ბოლო ფრენა პილოტის რანგში 2017 წლის ივლისში განახორციელა. ამ დროისათვის მას და კეიტ მილდტონს უკვე ქალ-ვაჟი ჰყავდათ. 2018 წლის აპრილში კი წყვილს მესამე შვილი – პრინცი ლუისი შეეძინათ. ამჟამად, უილიამი მთლიანად დაკავებულია ბრიტანელი მემკვიდრის მოვალეობებით.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here