Home სხვადასხვა შემეცნება კვლევა: რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ დედასთან, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს ის

კვლევა: რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ დედასთან, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს ის

108
SHARE

ახალი კვლევის მიხედვით, საკუთარი ბებიის ვახშამზე დაპატიჟებამ, შესაძლოა გაახანგრძლივოს მისი სიცოცხლე და გაზარდოს მისი სიცოცხლის ხარისხი.

სან-ფრანცისკოს, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ  მარტოობა დიდ როლს თამაშობს ადამიანის სისუსტეში, რომელიც ხშირად სიბერეს უკავშირდება. კვლევის ფარგლებში, შესწავლილი იქნა 1,600 ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი იყო 71 წელი. მიუხედავად მათი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის და ჯანმრთელობის კონტროლისა, მარტოხელა პირების სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო თანმიმდევრულად უფრო მაღალი. კვლევაში მონაწილე მარტოხელა პირების თითქმის 23% გარდაიცვალა კვლევის ჩატარებიდან 6 წლის განმავლობაში. მათგან განსხვავებით, 14% გარდაიცვალა იმათგან, ვინც განაცხადა, რომ თანაცხოვრებს სხვასთან.

„მუდმივი ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გვაფასებენ და გვახარებენ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“ – ამბობს მასაჩუტესის რეფერალური საავადმყოფოს გერიატრიის მთავარი სოც-მუშაკი, ბარბარა მოსკოვიჩი.

„მოხუცები დიდად აფასებენ ამგვარ ურთიერთობებს, ხშირად ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ამ ურთიერთობებს, ვიდრე მათი შვილები და შვილიშვილები“ – ამბობს ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ადამიანთა განვითარების პროფესორი, როზმარი ბრიზნერი.

„ისინი არიან ტოლერანტულები მეგობრების, ნაკლოვანებების და თავისებურებების მიმართ უფრო მეტად, ვიდრე ახალგაზრდები. თქვენ გაცილებით მეტ გამოცდილებას შესძენთ თქვენ მეგობრობას, როდესაც მოხუცები ხართ.“ – განახადა მან, „თქვენ იცით თუ რისთვის ღირს ბრძოლა და რისთვის არა“.

ჩვენი ძველი ნათესავებისა და მეგობრების სახლში მიპატიჟების გარდა, მნიშვნელოვანია მოხუცების ურთიერთობების წახალისებაც. სწორედ ამიტომ, მიუხედავად პოპულარული რწმენისა, შედარებით ასაკოვანი პირები, როგორც წესი, თავს უკეთ გრძნობენ დამოუკიდებელ და საერთო საცხოვრებელ გარემოში, რომელიც უფრო მეტ საშუალებას აძლევს მათ შეხვდნენ ადამიანებს, დაამყარონ კავშირები და უკეთ იგრძნონ თავი მათთან.

ბებიასთან და ბაბუასთან გატარებული დრო ეხმარება მათ და სარგებლის მომტანია ჩვენთვისაც, რადგან სიმბიოზური ურთიერთობის მნიშვნელობა უდავოა. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ურთიერთობა და  საუბარი, ხოლო ჩვენ, გვეძლევა საშუალება მოვუსმინოთ მათ ისტორიებს, ვიგრძნოთ მათი სითბო და რა თქმა უნდა, მივირთვათ მათი საიდუმლო რეცეპტით დამზადებული ნამცხვრები.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here