Home სიახლე “ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე ტატა უკვე აღარ მყავდა.. ტელეფონი ხელიდან გამივარდა”

“ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე ტატა უკვე აღარ მყავდა.. ტელეფონი ხელიდან გამივარდა”

1046
SHARE

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის მეუღლე თინათინ ჩხეიძე სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული ქალიშვილის ვიდეოს ავრცელებს მინაწერით: “ეს ვიდეო პირველად რომ ვნახე ტატა უკვე აღარ მყავდა.. ტელეფონი ხელიდან გამივარდა..შეეცადეთ დატკბეთ ყოველი დღით თქვენ შვილებთან ურთიერთობით! ადამიანს შვილზე დიდი ბედნიერება არ გააჩნია. მათ ზემოთ არაფერი დგას გარდა ღმერთისა (ღმერთი რომელზეც რაც არ უნდა ნაწყენი იყო ან გაბრაზებული მაინც თავდახრილი თხოვ მიტევებას) შვილი არის გვირგვინი, სინათლე ადამიანის ცხოვრების. შეეცადეთ აუსრულოდ მათ სურვილები, უბრალოდ არ უნდა დაგეზაროთ მათი სურვილის მოსმენა , მათთან საუბარი. აღმოაჩენთ რომ მათ ჩვენთან ჩახუტების და სიყვარულის გარდა თითქმის არ აქვთ სხვა სურვილები.. და რამდენ სიყვარულს ვკარგავთ ყოველდღე…”

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here