Home გალერეა აუტიზმის სპექტრის მქონე 10 წლის ბიჭმა, ლეგოთი ტიტანიკის უდიდესი მოდელი ააწყო

აუტიზმის სპექტრის მქონე 10 წლის ბიჭმა, ლეგოთი ტიტანიკის უდიდესი მოდელი ააწყო

950
SHARE

ისლანდიელმა 10 წლის ბიჭმა მეოცე საუკუნის უდიდესი გემის უდიდესი ასლი ააწყო. ეს პროცესი 11 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და წლების შემდეგ, ლეგოებით შექმნილი ნაგებობა ამერიკაში, ტენესში მდებარე ტიტანიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.

ბრინიარ კარლ ბიგისონი ახლა უკვე 15 წლისაა. მან 56 000 ლეგო გამოიყენა და 1,5 მეტრის სიმაღლისა და 8 მეტრის სიგრძის გემი ააწყო.

ბრინიარს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. ის ამბობს, რომ 5 წლის ასაკიდან აშენებს ლეგოებით:

“ხანდახან დავალებებს ვასრულებდი, ხანდახან კი საკუთარ წარმოსახვას ვიყენებდი”, – ამბობს ის.

8 მეტრის სიგრძის ნაგებობა ამერიკამდე, ისლანდიაში, ნორვეგიასა და გერმანიაში იყო გამოფენილი.

ბრინიარის თქმით, ეს პროცესი მას საკუთარი თავის გავარჯიშებაშიც დაეხმარა.

“მე აუტისტის მქონე ვარ და ყოველთვის ვიქნები, თუმცა ამ გამოცდილებამ გამავარჯიშა, რომ გავმხდარიყავი ‘რაც შეიძლებოდა ნორმალური’, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. როდესაც პროექტი დავიწყე, ძალიან მიჭირდა კომუნიკაცია, თითქმის არავის ვესაუბრებოდი. ახლა კი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვდივარ და ინტერვიუებს ვარიგებ. მშენებლობის პროცესში მეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა სწავლას დამოუკიდებლად განვაგრძობ”, – ამბობს ის ინტერვიუში.

ოჯახმა ლეგოების ყიდვა შემოწირულობის მიღების შემდეგ შეძლო. ბრინიარის დედა ამბობს, რომ თავისი შვილის აღზრდის დასაწყისში ძალიან ნერვიულობდა და თავს ბრმად გრძნობდა, რადგან ვერ წარმოიდგენდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი მომავალი. თუმცა ახლა ამბობს, რომ ამაყობს, რომ ბრინიარი მისი შვილია და სწორედ მან დაამტკიცა, რომ აუტისტური სპექტრის ქონის ფარგლებში უამრავი წარმატების მიღწევა შეიძლება

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here