Home გალერეა “ჩემი შვი­ლი 3 ათას დო­ლა­რად გავ­ყი­დე” – ავღანელი მშობლები საჭმლის გამო ბავშვებს...

“ჩემი შვი­ლი 3 ათას დო­ლა­რად გავ­ყი­დე” – ავღანელი მშობლები საჭმლის გამო ბავშვებს ყიდიან

74
SHARE
An Afghan girl on the outskirts of Kabul, Afghanistan, in October 2016. The U.N. mission in Afghanistan says the number of children killed or wounded increased 24 percent last year.

ძლი­ერ­მა გვალ­ვამ ავ­ღა­ნეთ­ში ხალ­ხი მში­ე­რი და­ტო­ვა, მშობ­ლე­ბი იძ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ბავ­შვე­ბი გა­ყი­დონ, რომ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი არ­ჩი­ნონ, ამის შე­სა­ხებ CNN წერს.

ქა­ლაქ ჰე­რა­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი გვალ­ვის გამო სახ­ლებს ტო­ვე­ბენ. გა­ე­რო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დევ­ნი­ლად 275,000 ადა­მი­ა­ნი იქცა. რე­გი­ონ­ში 4 წე­ლია, არ უწ­ვი­მია, გვალ­ვის გამო კი ხალ­ხი მო­სა­ვალს ვერ იღებს. და­უნ­დო­ბე­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

ჰე­რათ­თან ახ­ლოს, დევ­ნი­ლე­ბის ბა­ნაკ­თან CNN-ის ოპე­რა­ტო­რი შეხ­ვდა ავ­ღა­ნელ ქალს მა­მა­რინს, რო­მელ­მაც ქმა­რი ომში და­კარ­გა, სახ­ლი გა­მომშრალ­მა ნი­ა­დაგ­მა და­უნ­გრია, ახლა კი ცდი­ლობს, ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ყიდ­ვით სხვა შვი­ლე­ბი გა­და­არ­ჩი­ნოს.

6 წლის აკი­ლა დე­დამ 3 ათას დო­ლა­რად ნაჯმუდ­დინს მიჰ­ყი­და, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ გო­გო­ნას მისი 10 წლის შვი­ლი, შერ აღა ცო­ლად შე­ირ­თავს.

„სო­ფელს სამი შვი­ლით გვალ­ვის გამო გა­მო­ვე­ქე­ცი. აქ მო­ვე­დი, ვი­ფიქ­რე დახ­მა­რე­ბას მი­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ – ამა­ოდ. ბავ­შვებ­მა რომ არ იშიმ­ში­ლონ, ჩემი შვი­ლი 3 ათას დო­ლა­რად გავ­ყი­დე, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ 70 დო­ლა­რი მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ფული არ მქონ­და, არც საჭ­მე­ლი, არც მარ­ჩე­ნა­ლი, ჩემი ქმა­რი მოკ­ლეს,“ – ამ­ბობს მა­მა­რი­ნი.

აკი­ლამ არ იცის, რომ დე­დამ გა­ყი­და.

“რო­გორ ეცო­დი­ნე­ბა? ბავ­შვია. სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ მქონ­და, ვინ გა­ყი­დის სა­კუ­თა­რი გუ­ლის ნა­წილს, გარ­და­უ­ვა­ლი რომ არ იყოს?“ – ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

ნაჯმუდ­დი­ნი კი, რო­მელ­მაც აკი­ლა იყი­და, ამ­ბობს, რომ მისი საქ­ცი­ე­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბაა.

„ბავ­შვის ოჯახს საჭ­მე­ლი არ აქვს, მშივ­რე­ბი იყ­ვნენ. მეც ღა­რი­ვი ვარ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნელ-ნელა თან­ხის გა­დახ­დას შევ­ძლებ, 2-3 წე­ლი­წად­ში,“ – ამ­ბობს CNN-თან აკი­ლას ახა­ლი „მფლო­ბე­ლი“.

ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მშო­ბელ­მა ბავ­შვი გა­ყი­და. CNN წერს, რომ იმა­ვე ქა­ლაქ­ში 4 წლის გო­გო­ნა გა­ი­ყი­და. ბავ­შვის მამა ამ­ბობს, რომ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და.

„ჩემ­თან მო­ვი­და კაცი, ვისი ვა­ლიც მქონ­და და მი­თხრა, რომ ან ვალს და­ვუბ­რუ­ნებ­დი, ან ქა­ლიშ­ვილს მივ­ცემ­დი. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ბავ­შვი და­მეთ­მო,“ – ამ­ბობს მა­მა­კა­ცი.

 

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here