Home სხვადასხვა შემეცნება დაუჯერებელი ფაქტები დედასა და ვაჟს შორის საოცარ კავშირზე

დაუჯერებელი ფაქტები დედასა და ვაჟს შორის საოცარ კავშირზე

347
SHARE

არაფერია უფრო მტკიცე, ვიდრე კავშირია დედასა და შვილებს შორის. ამ ჯაჭვის გაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. დედა ლამის მისტიკურ დონეზე გრძნობს შვილის განწყობას, მის შიშებსა და შფოთვას. განსაკუთრებით საყურადღებო კი მისი ვაჟთან ურთიერთობაა.

ვნახოთ, როგორ გავლენას ახდენს დედის სიყვარული ვაჟის განვითარებასა და ცხოვრებაზე.

ემოციური ინტელექტი

ქალები ბევრად მგრძობიარეები და ყურადღებიანები არიან, ბუნებამ ისინი ჭარბი ემოციურობით დაასაჩუქრა. ქალს შეუძლია „წაიკითხოს“ საკუთარი შვილის აზრები და ჩაწვდეს მის შეგრძნებებს, ამოიცნოს, რა აშფოთებს მას.

დედა, რომელსაც აქვს უნარი, მართოს თავისი ემოციები, აღზრდის ემოციური ინტელექტის მქონე ვაჟს. სწორედ დედისგან ისწავლის ბიჭი როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის გაგებას

კომუნიკაბელურობა

ქალები ბუნებით ბევრად კეთილგანწყობილები არიან. ისინი უკეთ ნახულობენ საერთო ენას უცნობებთან და იოლად ერწყმიან ახალ კოლექტივს. დედები, როგორც წესი, საკუთარ კომუნიკაციურ უნარებს ვაჟებს გადასცემენ და ისინიც უფრო გახსნილები და გულღიები იზრდებიან.

პატივისცემისა და ღირსების გრძნობა

ვაჟი სამყაროს დედის თვალებით უმზერს. ის უყურებს დედის ყოველდღიურ ცხოვრებას, იღებს მის ქცევებს, რეაქციებს, ემოციებს. სწორედ დედის მაგალითზე სწავლობს ბიჭი წინააღმდეგობების დაძლევას და რთული მდგომარეობიდან გამოსვლას.

დედებო, თუ გსურთ, რომ თქვენი ვაჟი პატივს გცემდეთ თქვენც და სხვებსაც, მიეცით მას მაგალითი: პატივისცემით მოეპყარით საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც.

დოგმები

ჩვენს სამყაროში უამრავი დოგმაა დამკვიდრებული. მაგალითად, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია და მისი ძირითადი მოვალეობა — ეს შვილების აღზრდაა, რომ სამყაროს მამაკაცები მართავენ…

დედასთან ურთიერთობა ვაჟს ქალის ბუნებას აცნობს, ასწავლის ქალის გაგებას, მისი ცხოვრების არსის ამოცნობას.
დედამ აუცილებლად უნდა დაამყაროს ღრმა და ნდობით გამსჭვალული ურთიერთობა ვაჟთან, რათა მან სწორი დასკვნები გააკეთოს და ბრმად არ აჰყვეს დოგმებს, არ მიიღოს ჭეშმარიტებად ცრუ მოსაზრებები.

წარმატების მაღალი შანსი

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ბიჭებს, რომლებსაც ძლიერი კავშირი აქვთ დედებთან, ბევრად უფრო მყარად აქვთ გამჯდარი პასუხისმგებლობის გრძნობა. ასეთი ბიჭები შესანიშნავად ერკვევიან საკუთარ საქმიანობაში და სხვებზე ხშირად აღწევენ წარმატებას.

კიდევ ერთი მეცნიერული კვლევის თანახმად, ბავშვებს ინტელექტი დედისგან გადაეცემათ, ვინაიდან „ინტელექტის გენი“ Х-ქრომოსომაში მდებარეობს, ეს უკანასკნელი კი ქალის ორგანიზმში ორია. რაც იმას ნიშნავს, რომ დედას ორჯერ მეტი შესაძლებლობა აქვს, გადასცეს შვილს საკუთარი ნიჭი.

დაუდევრობის დაბალი დონე

ქალებს დაუდევრობა ნაკლებად ახასიათებთ. ისინი უკიდურესად იშვიათად რისკავენ საკუთარი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით რაღაც მოჩვენებითი მიზნების მისაღწევად. მათი დევიზია: შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.

კეთილგონიერება და სიფრთხილე — აი, რას უნერგავს დედა ვაჟს. სწორედ მისგან სწავლობს ვაჟი საკუთარი ქმედებების შედეგებზე დაფიქრებას.

უწყვეტი მემკვიდრეობითობა

ყველაფერს, რაც დედისგან მიიღო, ვაჟი აუცილებლად გადასცემს შთამომავლობას. ამიტომაც: ასწავლეთ ვაჟებს მოთმინება, განავითარეთ მათში სიკეთე, გულისხმიერება, თანაგრძნობა, რათა თქვენს შვილიშვილებს საუკეთესო ადამიანური თვისებები ერგოთ მამისგან.

წყარო: https://m.sputnik-georgia.com

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here