Home კვება სახლის პირობებში დამზადებული გემრიელი ქათმის პაშტეტი

სახლის პირობებში დამზადებული გემრიელი ქათმის პაშტეტი

448
SHARE

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი – 450 გ
  • გაყინული კარაქი – 150 გ
  • წვრილი ხახვი შალოტი – 2 თავი
  • ვაშლი – 1 ცალი
  • მარილი
  • თეთრი პილპილი
მომზადების წესი

გაფცქვენით ხახვი და წმინდად დაჭერით. ვაშლი გაფცქვენით და ამოაჭერით გული, გახეხეთ მსხვილად. ღვიძლი გარეცხეთ კარგად, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით თითუელი შუაზე.

განიერ ტაფაზე გაახურეთ 2 ს/კ კარაქი. დაუმატეთ ხახვი და ხრაეთ საშუალო ცეცხლზე 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. თან ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ვაშლი და ხრაეთ კიდევ 3 წუთი. გადაიტანეთ ყველაფერი სამზარეულოს კომბაინში.

ტაფა დააბრუნეთ ცეცხლზე და გაადნეთ მასზე კიდევ 2 ს/კ კარაქი. დაუმატეთ ღვიძლი იმდენი, რამდენიც ერთ ფენაზე დაეტავა. შეწვით ძლიერ ცეცხლზე დაახლოებით 2-2 წუთი ყველა მხრიდან. (ღვიძლი უნდა გაყავისფრდეს გარედან, მაგრამ შიგნიდან ვარდისფერი უნდა დარჩეს). გადაიტანეთ ღვიძლიც სამზარეულოს კომბაინში დანარჩენ ინგრედიენტებთან.

დააბრუნეთ დაფა დაბალ ცეცხლზე, ჩაასხით ტკბილი ღვინო და ადუღეთ 2-3 წუთი, სანამ ალკოჰოლს სუნი არ დაეკარგება და სანამ ტაფაზე მიმწვარი მასა ფსკერს არ მოშორდება. ჩაასხით ღვინო სამზარეულოს კომბაინში. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააგრილეთ პაშტეტი  10-15 წუთის განმავლობაში.

გადაიტანეთ მომზადებული პაშტეტი ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2, უმჯობესია 4 საათით. გამოყენებამდე 20-30 წუთით ადრე  გამოიღეთ მაცივრიდან.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here