Home სიახლე სკოლის მოსწავლეებს ძვირადღირებული და ბრენდული ქურთუკების ჩაცმა აეკრძალათ

სკოლის მოსწავლეებს ძვირადღირებული და ბრენდული ქურთუკების ჩაცმა აეკრძალათ

383
SHARE

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირკენჰედის ერთ-ერთი სკოლის დირექციამ, მოსწავლეებს ძვირადღირებული და ბრენდული ქურთუკების ჩაცმა აუკრძალა, რათა სხვა ბავშვებმა თავი გარიყულად, ან კიდევ უფრო უარესი – დამცირებულად არ იგრძნონ და არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაუჩნდეთ.

საშობაო არდადეგების შემდეგ, აკრძალვა გავრცელდება Canada Goose -ს, Moncler -ისა და  Pyrenex -ის სამოსზეც. ამ ბრენდების მიერ შეკერილი ქურთუკების ფასი 350 აშშ დოლარიდან 1800 და 11 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

როგორც სკოლის დირექტორი რებეკა ფილიპსი აცხადებს, სკოლას მეტად აშფოთებს ის, თუ ბავშვები როგორ აიძულებენ მშობლებს მოდური სამოსის ყიდვას. ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება ბავშვების ახირებები შეასრულონ და თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცენ.

“ისინი თავს შეურაცხყოფილად, არასრულფასოვნად, გარიყულად გრძნობენ”, – ამბობს სკოლის დირექტორი ღარიბი ოჯახების შვილების შესახებ.

​დიზაინერული სამოსის აკრძალვა სიღარიბესთან ბრძოლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. სკოლაში მთელი სერიოზულობით განიხილავენ ფორმის შემოღების საკითხს.

ინიციატივის მიმართ მშობლების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. ნაწილმა სკოლის დირექციას დაუჭირა მხარი და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ზომების გატარება აუცილებელია. აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ უთანასწორობას სკოლა სხვა მეთოდებით უნდა ებრძოდეს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here