Home მედიცინა თუ ბავშვს სიცხე წამლებით ვერ დაუგდეთ, ეს ნარევი გამოიყენეთ

თუ ბავშვს სიცხე წამლებით ვერ დაუგდეთ, ეს ნარევი გამოიყენეთ

255
SHARE

ყველა მშობელმა იცის, რომ როდესაც ბავშვი ავადაა, პირველ რიგში უნდა მიმართოს ექიმს. მშობლებმა ისიც იციან, რომ მაღალი სიცხის დროს ბავშვს პარაცეტამოლი ან ნუროფენი უნდა მისცენ. თუ სიცხემ მაინც არ დაიკლო, გირჩევთ დაზელას, ოღონდ არა სპირტით, არამედ ჩვეულებრივი გრილი წყლისა და ძმრის ნარევით. ეს ხელს შეუწყობს კანის ზედაპირიდან აორთქლებას, ორგანიზმის გაგრილებას.

თუ ბავშვს, მიუხედავად ტემპერატურის დაწევისა, უჭირს სუნთქვა, აღებინებს, კუნთები დაჭიმული აქვს, წრიალებს, გამოიძახეთ ექიმი. თუ სიცხის დროს ბავშვს ამცივნებს, არ გირჩევთ ჩათბუნებას – სიცხე უფრო მეტად აუწევს. 38,5 გრადუსამდე კი არც სიცხის დამწევი საშუალებების მიცემაა რეკომენდებული, თუ ბავშვს კრუნჩხვისადმი მიდრეკილება არ აქვს.

თუ ტემპერატურა 5 დღეზე მეტხანს გრძელდება, ცხვირით სუნთქვა ჭირს, ყელის ტკივილი გრძელდება – ისევ უნდა მივმართოთ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია, სწორად შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა, განასხვაოს ერთმანეთისგან გრიპი და საშიში მენინგოკოკური ინფექცია, დანიშნოს მკურნალობა.

ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკები არ არის ნაჩვენები – ისინი ინიშნება თანდართული ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში, რომელიც ლაბორატორიულმა გამოკვლევამაც უნდა დაადასტუროს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here