Home სხვადასხვა მოსკოველმა გოგომ ახალშობილი სოციალური ქსელის საშუალებით 1 მილიონად გაყიდა

მოსკოველმა გოგომ ახალშობილი სოციალური ქსელის საშუალებით 1 მილიონად გაყიდა

136
SHARE

მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს ქალი, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დახ­მა­რე­ბით ახალ­შო­ბი­ლი შვი­ლი გა­ე­ყი­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას НТВ ავ­რცე­ლებს. 23 წლის ქალ­მა ბავ­შვის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. ჩვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი იყო.

„გა­რი­გე­ბა“ მყიდ­ველ­სა და დე­დას შო­რის დამ­ნა­შა­ვის ბი­ნა­ში შედ­გა. ქალ­მა მი­ი­ღო ფული, გო­გო­ნა „მფლო­ბელს“ გა­დას­ცა, რის შემ­დე­გაც დედა და­ა­კა­ვეს, მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არას­რულ­წლოვ­ნის გა­ყიდ­ვის მუხ­ლით აღიძ­რა.

და­კი­თხვა­ზე დე­დამ ბრა­ლი აღი­ა­რა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქალს და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.
Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here