Home სხვადასხვა გართობა მშობლები ბავშვებს სახეში ყველს ესვრიან, ახალი გამოწვევა სოცქსელებში ვირუსულად ვრცელდება

მშობლები ბავშვებს სახეში ყველს ესვრიან, ახალი გამოწვევა სოცქსელებში ვირუსულად ვრცელდება

428
SHARE

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა აქვთ – უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა „ყვე­ლის გა­მოწ­ვე­ვა“ „ფე­ის­ბუქ­სა“ და „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა.

მშობ­ლე­ბი აზი­ა­რე­ბენ ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ ისი­ნი მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებს სა­ხე­ში მდნა­რი ყვე­ლის ნაჭ­რებს ეს­ვრი­ან, შემ­დეგ კი ბავ­შვე­ბის რე­აქ­ცი­ას აკ­ვირ­დე­ბი­ან.

„გა­მოწ­ვე­ვა“ აშშ-ში და­ი­წყო, პირ­ვე­ლი ვი­დეო მი­ჩი­გა­ნელ­მა მა­მამ გა­ა­ზი­ა­რა, იდეა სხვა შტა­ტებ­შიც მო­ი­წო­ნეს და სულ მალე სოცქსე­ლებ­ში ასო­ბით ვი­დეო გან­თავ­სდა, სა­დაც ყვე­ლის ნაჭ­რის სრო­ლის­გან გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის სა­ხე­ე­ბი ჩანს.

ცხა­დია, გა­მოწ­ვე­ვას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ნა­წი­ლი ვი­დე­ო­ე­ბით ერ­თო­ბა და ამ­ბობს, რომ ხუმ­რო­ბა სრუ­ლი­ად უბო­რო­ტოა. ნა­წი­ლი კი წერს, რომ სხვა ადა­მი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა გარ­თო­ბად არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი კი ყვე­ლის მი­მართ უდი­ე­რად მო­პყრო­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, ისი­ნი წე­რენ, რომ რძის პრო­დუქ­ტის გა­ფუ­ჭე­ბას არა­ნა­ი­რი გა­მოწ­ვე­ვა არ ამარ­თლებს.

Banner 5
SHARE

1 COMMENT

  1. მდნარი ყველი და ბავშვების რეაქცია? ვინმე სალვადორ დალი ხომ არ არის? “დამდნარი საათები“ გამახსენდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here