Home სხვადასხვა გართობა ”საფულე გახსნა და პატარა ბიჭს 100 ლარიანი აჩუქა” – წარმოუდგენელი ამბავი თბილისის...

”საფულე გახსნა და პატარა ბიჭს 100 ლარიანი აჩუქა” – წარმოუდგენელი ამბავი თბილისის ერთ-ერთი კაფედან

465
SHARE

ცნობილი ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს აქვეყნებს, რომლის თვითმხილველიც თავად გახდა.
“11 წლის ბიჭია სანდრო ტავალიუკი. სამგორში ცხოვრობს.

მას ძველი თბილისის უბნებში ხშირად ნახავთ. უმეტესად რაღაცებს ჰყიდის, რომ საარსებო სახსრები იშოვოს.
ღამე იყო, ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფეში მეგობრებთა ერთად ვიჯექი.

დავინახე, ერთ-ერთ გოგონასთან მივიდა და ფული თხოვა. გოგონამ ჩანთა გახსნა და ასლარიანი გადასცა.
სანდროს თვალები შუბლზე აუვიდა და უცებ გამოართვა. თითქოს, იფიქრა, რომ ის ფულს უკან წაიღებდა და უცნობს ათასი მადლობა გადაუხადა.

გოგონა გაიბადრა, ჩანთიდან ამოღებული საფულე კიდევ
ერთხელ გახსნა და სანდროს ისევ ასლარიანი გაუწოდა.
ბიჭმა ამჯერად იუარა, მაგრამ კიდევ ერთი თხოვნის შემდეგ ფული გამოართვა და გავარდა.
ყველამ გაიცინა.
გავიდა რამდენიმე წუთი და სანდრომ მას საჩუქრად დიდი ვარდები მოუტანა.
გოგონამ ლოყაზე აკოცა და უთხრა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ყვავილები იყო” – წერს ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ბიჭის ფოტოსაც აქვეყნებს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here